ლეღვაში, გიორგი ალხანიშვილის სასტიკი მკვლელობის საქმეზე ბათუმის საქალაქო სასმართლოში სხდომა განახლდა. დღეს “ოქროს მოწმე” ალექსანდრე ახვლედიანი დაიკითხება. მას გამოძიება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის დაფარვას ედავება. დღევანდელ სხდომას ესწრება მოკლული გიორგი ალხანიშვილის დედა.