მორიგი სასამართლო პროცესი 22 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე – მკვლელობაში, დანაშაულის დაფარვასა და შეუტყობინებლობაში ბრალდებულების წინააღმდეგ, დღეს სასამართლოს ჩვენება არ მისცეს მკვლელობაში ბრალდებულის, ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ოჯახის წევრებმა.
სასამართლოზე დღეს ალექსანდრე ბაჟუნაიშვილის ბებია, ბაბუა და დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებული ბიძა, რომელიც პატიმრობაშია.
კიდევ ერთი ბიძა, გელა ბაჟუნაიშვილი სასულიერო პირია და გირაოს სანაცვლოდაა გათავისუფლებული.
“დაიკითხნენ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირის ოჯახის წევრები და ახლო ნათესავები, რომლებმაც უარი განაცხადეს ჩვენების მიცემაზე. მოტივაცია იყო ის გარემოება, რომ მათი ახლო ნათესავის წინააღმდეგ უფლება აქვთ კანონმდებლობით , რომ არ მისცენ ჩვენება. შესაბამისად ისარგებლეს კანონისმიერი უფლებით და არ მისცეს ჩვენება სასამართლოს” განაცხადა პროკურორმა თორნიკე გიგიშვილმა.
მისივე თქმით, ბრალდების მხარეს აქვს შესაბამისი და საჭირო მტკიცებულებები იმისთვის, რომ დაკავებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს.
მკვლელობა ქობულეთში მიმდინარე წლის 18 მაისს მოხდა. დავით მენაბდეს და ლუკა ჯიბლაძეს გამოძიება მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება, ხოლო ალექსანდრე ახვლედიანს მკვლელობის დაფარვას.
მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი კი ლონდონში, საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.
იხილეთ ასევე:
· 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმე | ბრალდებულის შეყვარებულმა სასამართლოს ჩვენება მისცა;
· “ჩემი შვილი სახლიდან გაიყვანეს, მოკლეს და ტყეში იპოვა პოლიციამ” | 19 წლის ბიჭის დედა გამოძიების დარღვევებზე საუბრობს