გიორგი ალადაშვილმა და ალექსი ფიცხელაურმა თუშეთში მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეებს საახალწლო ნობათები გადასცეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენმა თუშეთის მიმართულებით მორიგი ავიარეისი შეასრულა. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსი ფიცხელაური თუშეთში იმყოფებოდნენ, მუდმივად მცხოვრებ მოსახლეობას საახალწლო ნობათები გადასცეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. ინფორმაციას კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზა რთული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, 6 თვის მანძილზე დაკეტილია. როგორც ცენტრალური, ასევე, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მთაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეების დახმარების ღონისძიება პერმანენტულად ხორციელდება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი თუშეთში მუდმივად მცხოვრები მოქალქეების ბარიდან მთაში და მთიდან ბარში გადაყვანს უფასოდ უზრუნველყოფს. მოქალაქეებს, დღესასწაულებზე ადგილობრივი თვითმმართველობის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული სასურსათო ნობათები გადაეცემათ,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს და ხალხს აჩვენოს, როგორი მაგრები არიან, გზავნილით: „ცნობილ ხალხს რას ვუკეთებთ და მოქალაქეებს რას გიზამთ, წარმოიდგინეთ“

Reuters – ინდოეთში ჩამოვარდნილი თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ინდოეთის, ბრიტანეთის, პორტუგალიისა და კანადის მოქალაქეები იმყოფებოდნენ, შენობებს დაეცა – ინდოეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „ბევრი ადამიანი დაიღუპა“