გიორგი აბაშიშვილი თიბისისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის

გიორგი აბაშიშვილი თიბისისა და საქართველოს ბანკის გადაწყვეტილებაზე: ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის
დღეს საქართველოში ბიზნესი არის ყველაზე თავისუფალი და ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის, – განაცხადა Business Insider Georgia-ს და „ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელმა გიორგი აბაშიშვილმა.
„საქართველოში ბიზნესმა ძალიან კარგად იცის მისი თავისუფლების პირობებში, და დღეს ყველაზე თავისუფალია საქართველოში ბიზნესი, თუ რა გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, ვინაიდან საქართველოში ბიზნესების სოციალური პასუხისმგებლობა არის ძალიან მაღალი. შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის დამატებითი მოწოდება არის ამ პოლიტიკური ქულების დაწერისთვის ან ცალსახად ბიზნესზე ზეწოლისთვის. სამწუხაროა, რომ ის ადამიანები აკეთებენ ბიზნესზე, ასე ვთქვათ, ბულინგის სახის განცხადებებს, რომლებიც მანამდეც სხვადასხვა ფორმით არაერთხელ ძალაუფლების ყოფნის პერიოდში გამოირჩეოდნენ ბიზნესზე ზეწოლით და ისინი თვლიან, რომ ახლა შესაძლოა მათ ძალაუფლება არ აქვთ, რომ პირდაპირ მოახდინონ ბიზნესზე ადმინისტრაციული ზეწოლა და ახლა ცდილობენ, რომ გარკვეული განცხადებებით მოახდინონ რაიმე ფორმის გავლენა ბიზნესზე“, – განაცხადა აბაშიშვილმა.
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი – და გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში