გიოკერესი ზაფხულში ლისაბონის “სპორტინგს” დატოვებს

ჟურნალისტი პიტერ ჰოლის ინფორმაციით, “სპორტინგის” ფორვარდმა ვიქტორ გიოკერესმა თავის კლუბს შეუთვალა, რომ ზაფხულში უფრო ძლიერ გუნდში სურს გადასვლა და ლისაბონელებმა ეს თხოვნა დაუკმაყოფილეს.
პორტუგალიური კლუბი მზადაა, შვედ ფორვარდს 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელიოს. 26 წლის თავდამსხმელის შეძენის სურვილს ზამთარში “მანჩესტერ იუნაიტედი” გამოთქვამდა, მაგრამ “სპორტინგმა” ფეხბურთელი ძალიან ძვირი, 86 მილიონი ევრო დააფასა.
ინფორმაციისთვის, გიოკერესმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 33 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 34 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში