“გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა” – მერაბ სეფაშვილი

მომღერალი მერაბ სეფაშვილი მიიჩნევს, რომ “ოცნებას“ ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნა მაინც მოუწევს, რადგან იმ ხალხს, რომელიც აქციაზე დგას, ევროპული ცხოვრება და ცივილიზაციაში ყოფნა უნდათ.

როგორც მომღერალმა გადაცემა “რეაქციში” განაცხადა “არჩევნებმა უნდა გადაწყვიტოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, ვინ ჩაატარებს და რამდნად სამართლიანად.“

“რთულ სიტუაციაში ვართ ფაქტია, მაგრამ მე მაინც იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ისეთი თაობა მოვიდა, ახალი საქართველო დავინახე. ხალხი დგას არც ორგანიზატორები ჰყავთ, არც არავის მოუყვანია, თავიანთი ინიციატივით დგანან და ითხოვენ, გამოუშვან დაპატიმრებულები და ახალი , რადგან ევროპული ცხოვრება და ცივილიზაციაში ყოფნა უნდათ.
მე ვთვლი, გინდა, არ გინდა, მაინც მოუწევთ არჩევნების დანიშვნა, – განაცხადა სეფაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა