გინახავთ რუსეთის მიერ ორგანიზებული სეპარატისტული ძალები საქართველოს შუაგულში რა ტერიტორიებს ითხოვენ?
საქართველოს ხელისუფლების მხრიდან წინდაუხედავი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების ფონზე სეპარატისტების ერთ-ერთმა ლიდერმა და 2008 წლის აგრესიის სამხედრო დამნაშავე ედუარდ კოკოითიმ თრუსოს ხეობა მოითხოვა, სტეფანწმინდის სიახლოვეს, თუმცა ადრეულ განცხადებებში უშუალოდ სტეფანწმინდასაც და მცხეთამდე ტერიტორიებსაც კი ითხოვდა. ამავე სეპარატისტების მიერ თრუსოს ხეობის გარდა, წარსულში რამდენჯერმე გაჟღერდა მოთხოვნა გორის, ძამას ხეობის, ბორჯომ-ბაკურიანი-ტაბაწყურის მონაკვეთისა და რაჭის ნაწილის ნაწილზეც. არც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ბაზირებული სეპარატისტების წარსული განცხადებებია დასავიწყებელი. “ისტორიულ სამართლიანობაზე” მოსაუბრენი სოციალურ ქსელებში აღნიშნავდნენ, რომ აფხაზეთის ისტორიული დედაქალაქი ქუთაისი იყო და მოვა დრო და აუცილებლად დავიბრუნებთ მასო. საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ტერიტორიაზე ომის დაწყებაში რომ დაადანაშაულებ ნიშნავს, რომ იმ საკუთარ ტერიტორიას შენად არ აღიარებ, რადგან შენს ტერიტორიაზე ვერანაირ თავდასხმით ომს ვერ დაიწყებ, თავდაცვითი ომი კი არათუ სახელმწიფოს უფლება, არამედ მოვალეობაც კია. ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული განცხადებები კი ოკუპაციასა და სეპარატიზმის ლეგიტიმაციის მცდელობაა. სეპარატიზმსა და ოკუპაციას კი მადა მზარდი აქვს და ხან რომელ ტერიტორიებზე უჩნდებათ პრეტენზია და ხან რომელზე.
ცხადია რუსეთის ორგანიზებულ სეპარატიზმსა და საოკუპაციო მანქანას არც არაფრის განხორციელების თავი და საშუალება არ აქვს, მაგრამ სითამამე და ეს ცინიზმი არის აღსანიშნი, რომელიც სახელმწიფოს სუვერენიტეტს ურტყამს და დამარცხებული საზოგადოების სინდრომს აღვივებს.