გინახავთ ასეთი მეგანი? მეგან მარკლი Harper's Bazaar-ის გარეკანზე: კარიერა, პირადი ცხოვრება და ახალი ეტაპი – Marao

2025 წლის დეკემბრის ნომერში, მსოფლიომ პირველად იხილა მეგან მარკლი Harper's Bazaar-ის გარეკანზე, Art Issue-ის განსაკუთრებულ გამოცემაში. მეგანი, რომელსაც ადრე ვიცნობდით როგორც მსახიობს, როლით “Suits”-ში, ახლა წარმოადგენს თანამედროვე, დამოუკიდებელ ფიგურას, რომელიც აქტიურად ქმნის საკუთარ გზას როგორც საზოგადოებაში, ისე ბიზნესში.
ახალ ფოტოებზე ჰერცოგინია პარიზის მოდის კვირეულის უახლესი ჩვენებების სამოსშია გამოწყობილი. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს Dior-ის შავი ჟაკეტი ღრმა დეკოლტეთი და დიდი ბაფთით (დიზაინერი ჯონათან ანდერსონი) და Balenciaga-ს წითელი ასიმეტრიული კაბა (დიზაინერი პიერპაოლო პიჩოლი).
მეგანის სამკაულებს შორის, თვალში გვხვდება მისი საყვარელი Cartier Love-ის სამაჯურები, რომლებსაც ჰერცოგინია ხშირად ატარებს.
მეგან მარკლი დაიბადა 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს ანჯელესში. მსახიობის კარიერის დაწყებამდე ის აწარმოებდა ლაიფსტაილ-ბლოგს The Tig, რომელიც შემდგომ მისი პერსონის ნაწილი გახდა. 2018 წელს მეგანი პრინცი ჰარის ცოლი და სასექსის ჰერცოგინიად გახდა. 2020 წელს მათ ოფიციალური სამეფო მოვალეობები დატოვეს და -ში გადავიდნენ, სადაც აგრძელებენ ოჯახურ ცხოვრებას, შვილები – არჩი და ლილიბეტი კი მათი ყოველდღიურობის ნაწილი არიან.
2025 წელს მეგანმა პირველად დაამშვენა Harper's Bazaar-ის გარეკანი. ფოტოსესიაში იგი ბუნებრივი იერით, შავი აბრეშუმის პიჯაკით და მინიმალური მაკიაჟით პოზირებს, რაც ასახავს მის მთავარ მესიჯს – ავთენტურობა და ნამდვილი „მე“. ინტერვიუში მეგანი საუბრობს პირად ცხოვრებაზე, მშობლობაზე, საკუთარ ბრენდ As Ever-ზე და იმ გამოწვევებზე, რაც სჭირდება თანამედროვე ქალს, რომელიც ცდილობს ჰარმონიაში იყოს ოჯახსა და კარიერას შორის.
სოციალურ ქსელებში და საერთაშორისო გამოცემებში მეგან მარკლის გარეკანმა და ინტერვიუმ დიდი ინტერესი გამოიწვია. მკითხველები აღფრთოვანებულები იყვნენ მის სიმტკიცით, კრიტიკოსები კი ხაზგასმით აღნიშნავენ მის გავლენას თანამედროვე საზოგადოებაზე.
ინტერვიუსა და ფოტოსესიაში მეგანი ხაზს უსვამს საკუთარ გამოცდილებას, შეცდომებიდან სწავლასა და პირადი თავისუფლების მნიშვნელობას.
Harper's Bazaar-ის გარეკანმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მეგან მარკლი რჩება არა მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრად, არამედ თანამედროვე, გავლენიან, დამოუკიდებელ ქალად, რომლის გზა ბევრისთვის მაგალითია.
· „მას ისე თამამად და ძლიერად ვუყვარვარ, ისეთი განსხვავებული ხედვა აქვს და ისე ხედავს, როგორც მე ვერასოდეს დავინახავდი. მსოფლიოში არავის ვუყვარვარ მასზე მეტად, ამიტომ ვიცი, რომ ის ყოველთვის ჩემი მხარდამჭერი იქნება“.
მეგანის თქმით, მისთვის ჰარის მიმზიდველობის საიდუმლო ისაა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ბავშვური სიხარული და აღფრთოვანება შეუძლია.
· „ეს წარმოუდგენლად მიზიდავდა და მან შეძლო, რომ ეს თვისება ჩემშიც გაეღვიძებინა. ეს ჩვენი ცხოვრების ყველა ასპექტში ვლინდება, მუშაობაშიც კი. მინდა, რომ ვითამაშოთ, გავერთოთ, ვისწავლოთ, შევქმნა“.
· „მსოფლიოში არაფერია იდეალური. მე, როგორც ყველა, შეცდომებს ვუშვებ. სრულყოფილებისკენ სწრაფვა კი სახალისო სულაც არ არის. მაშ, რატომ უნდა გააკეთო ეს, თუ უბრალოდ გართობა გინდა?“
· “არ არსებობს სრულყოფილება. მეც მაქვს უფლება შევცდე.“
· „თუ ყველაფერი მარტივად მიდის, ვერაფერს ისწავლი. თუ ვერაფერს ისწავლი, ვერ გაიზრდები.“
· “როცა ყველა შენი პერსონალური გადაწყვეტილება გარე შეფასებაზეა დაფუძნებული, მაშინ კარგავ ავთენტიკურობას.“