“გილოცავთ” | EU-ს წევრი ქვეყნების მილოცვა საქართველოს

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ულოცავენ. მიმართვა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ გამოქვეყნდა.
“ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ სთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს. ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი. და ევროკავშირი ასევე დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, მას შემდეგ, რაც მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამის აუცილებელ ხარისხებს. ევროკავშირმა მოიწვია კომისია მარტამდე, რათა მოამზადოს ანგარიში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზნით” – დაწერა მანამდე მიშელმა.