გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას –

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს ქრისტეშობას ულოცავს.
“ქართული ოცნების” ლიდერი საშობაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს საშობაო ეპისტოლესთვის და აღნიშნა, რომ როგორც ყოველთვის, პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი.
“გილოცავთ შობას, ვულოცავ სრულიად საქართველოს, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას. მადლობას გადავუხდი პატრიარქს ეპისტოლესთვის, როგორც ყოველთვის პატრიარქის ეპისტოლეში იყო მრავალი ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი, საუბარი იყო რწმენის მნიშვნელობაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე. პატრიარქმა საგანგებოდ უსურვა მშვიდობა უკრაინას, ახლო აღმოსავლეთს, ისევე, როგორც სრულიად მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს გზავნილები ჩვენთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საშობაო ლიტურგიას ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი , პარლამენტის თავმჯდომარე, , აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

ლიზა გეგეჭკორი: ძალიან კარგი ქნეს, რომ გააძევეს ეს სადიგოვი. 63-ჯერ დაარღვია საქართველოს ადმინისტრაციული კანონი. რომელი თავმოყვარე ქვეყანა აპატიებს ვინმე უცხოელს, თუნდაც სხვა ქვეყანაში ჩასულ ქართველს 63-ჯერ კანონდარღვევას? მე გეტყვით – არცერთი