“გილოცავთ” – სალომე ზურაბიშვილი აქციის მონაწილეებს

მოგესალმებით და უნდა მოგილოცოთ ის, რომ 7 თვე შეუსრულებლად უწყვეტ პროტესტს, ვერაფერი გაუკეთეს, ვერ გაშალეს, ვერანაირად შეასუსტეს, 7 თვე უწყვეტად გრძელდება პროტესტი და ეს ვითომცდა ძალიან ძლიერი რეჟიმი, რომელიც იმუქრება… ვერც დააშინა, ვერც დაშალა, ვერაფერი გაუკეთა. 7 თვეა გრძელდება პროტესტი და ძალიან მაღალი ფასი გადაიხადეთ ამაში თქვენ. მინდა მივესალმო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც დღეს ციხიდან გვიყურებენ და იმედოვნებენ, ჩვენ როგორც ვიყავით, დღესაც ასე შეკრულები ვიყავით და ასე ვიქნებით, სანამ რეჟიმი არ შამოიშლება. ჩემი თანადგომა, სიყვარული და პატივისცემა მათ. შემდეგ გადავიდნენ პოლიტიკურ ლიდერებზე, მაგრამ ამანაც ვერავინ შეაშინა და მათაც გადავცეთ დღეს ჩვენ ჩვენი ყველასი სოლიდარობა. რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ხომ ჩანს თქვენი აქ, ყველასი ერთად დგომით, ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე არის ერთი – ერთობა. სხვა პასუხი ვერც ქვექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები შეგვახსენებს რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა – საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა

გივი თარგამაძე – გამოკითხვის ძირითადი არსი იყო, რომ ასეთ ვითარებაში ჩემი განცხადება ვნებდა თუ არა ქვეყანას – ჩემი პასუხი არის ერთმნიშვნელოვნად „არა“! – შევეცადე ამეხსნა, რომ ქვეყანას ვნებს რაც ხდება და რისი პრევენციაც ვერ ხერხდება