გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას – კახა კალაძე ეროვნული ნაკრების გამარჯვებაზე

თბილისის მერი , ჩეხეთთან, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას ეხმიანება.
“გილოცავთ, გილოცავთ ამ საოცარ წარმატებას! გუნდურობის, დიდი შრომის, ნიჭიერების ზეიმი ვიხილეთ დღეს საფეხბურთო მინდორზე.
მადლობა ჩვენს ბიჭებს იმ დიდი სიხარულისთვის, რაც საკუთარ გულშემატკივრებს, მთელს საქართველოს აჩუქეს!
მადლობა ნაკრების მწვრთნელებს და ნაკრების თითოეულ წევრს, რომელთა ძალისხმევამაც ეს შედეგი მოგვიტანა! დიახ, გამარჯვება ჩვენია! სულ გამარჯვებები საქართველო!”- წერს კახა კალაძე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ჩეხეთი 4:1 დაამარცხა.

ასევე დაგაინტერესებთ