„გიზიარებთ ჩემს მესამე შვილს… საქართველოში დავბრუნდი ოჯახთან ერთად” – დიდი სიახლეები ნანუკა გოგიჩაიშვილის ცხოვრებაში – Marao
„გიზიარებთ ჩემს მესამე შვილს, სული ჩავუდგი იდეას და ჩემს ყოველდღიურობას, 4 წლის წინ როდესაც აივი მოევლინა სამყაროს მე და ნიკამ გადავწყვიტეთ პირველი წამიდან ამ დრომდე თავად აღგვეზარდა შვილები, რთული იყო ახალი ქვეყანა, მეორე ორსულობა, იყო მერე საოცარი დამხმარე, თუმცა მთელი ორსულობა ავას დაბადება და ის ეტაპი, რაც წყვილის ურთიერთობისთვის გარდამტეხია ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ხელი-ხელ ჩაკიდებულებმა გავიარეთ.
იყო მშობლების დახმარება, რისთვისაც უაღრესად მადლიერები ვართ… მიხარია, ამდენი ბებოს სიყვარული რომ აქვთ ჩემს გოგოებს…
იყო ახალ დაბადებული ბავშვი, ორი 3 წელს ქვემოთ პატარა, ჩემი სწავლა ამ პერიოდში და საამაყო სამი გამოფენა კალიფორნიაში, ლოს ანჯელესში, რაც ასრულებულ ოცნებას ჰგავს…
თუმცა ეკრანის და კამერის მონატრება არ მტოვებდა, იყო ამ დროის განმავლობაში შემოთავაზებები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ, თუმცა ბოლომდე ის არასდროს იყო, რასაც მე ვეძებდი, ამიტომ თავად ავიღე ხელში ეს ყველაფერი, დავწერე სცენარი, დავხატე , მოვიფიქრე და დღეს თქვენამდე მოვიტანე, არაფერი გამოვიდოდა ჩემი საოცარი გუნდის გარეშე, ამ ხალხზე და გაწეულ შრომაზე ცალკე მოვყვები…
პ.ს.: ვფიქრობ, ამართლებს პროდუქტი, რისი ნაკლებობაცაა, ეს კი უბრალოდ, ჩემი ყოველდღიურობაა, რომელიც მინდა გაგიზიაროთ, ვიზრდები, ვვითარდები ჩემს შვილებთან ერთად და მინდა, თქვენც დაგპატიჟოთ ჩემს რეალობაში და „სამყარო უკეთესობისკენ შევცვალოთ“, – დაწერა ნანუკა გოგიჩაიშვილმა.
ნანუკა გოგიჩაიშვილი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია და მას საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს – მისი ბებია და ბაბუა მსახიობები, ნანა დათუნაშვილი და სოსო გოგიჩაიშვილი არიან, მშობლები – ჟურნალისტი ნათია ბანძელაძე და გიორგი გოგიჩაიშვილი – ყველასთვის საყვარელი გოგიჩა. მისი და კი მშვენიერი მოდელი, ნინი გოგიჩაიშვილია.
ნანუკა გოგიჩაიშვილმა რამდენიმე წლის წინ ბიზნესმენ ნიკოლოზ ნაყოფიაზე იქორწინა. წყვილს ორი შვილი, აივი-ნიკოლი და ავა ჰყავს. ნანუკა ბოლო წლების მანძილზე ოჯახთან ერთად აშშ-ში ცხოვრობდა, ახლა კი “ფორტუნასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში თქვა, რომ საცხოვრებლად საქართველოში დაბრუნდა:
“დროებით საქართველოში დავბრუნდი ოჯახთან ერთად. სანამ წავალთ, მინდოდა, დრო ფუჭად არ დამეკარგა და გამომეყენებინა. დავწერე სცენარი და თავად შევქმენი ახალი გადაცემა, რომელიც პირველად „იუთუბზე“ ახლა გამოქვეყნდა. გადაღებიდან დაწყებული მონტაჟით დამთავრებული, ყველაფერში ჩართული ვარ. რა თქმა უნდა, მეხმარებიან ადამიანები, მაგრამ ძირითადი პასუხისმგებლობა ჩემზეა. მთელი ოჯახი მეხმარება, დედაჩემიც და ჩემი მეუღლეც…
ყველაზე რთული პერიოდები მე და ჩემმა მეუღლემ გავიარეთ, ახალ-ახალი სახლების შეცვლა, უძილო ღამეები… ბევრი გამოცდა გავიარეთ ერთად… ამერიკაში ძალიან ჭირს დამხმარის აყვანა, რომლისაც ძალიან მადლიერი ვარ, მას დავემშვიდობეთ და ახლა ისევ ჩვენ ვართ მხოლოდ”
სრულად ინტერვიუს ნახავთ fortuna.ge-ზე




