გივი მიქანაძე წყალტუბოში „ქართული ოცნების“ წევრის გარდაცვალებაზე – ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გივი მიქანაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათი გუნდის წევრს, ერმილე გიგიაძეს წყალტუბოში, „ქართული ოცნების“ ოფისთან სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც გიგიაძე, ნერვიულობის ნიადაგზე, ადგილზე გარდაიცვალა.
მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი „იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის გამოხატულებაა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს“.
„გუშინ, წყალტუბოში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, როლანდ ნუცუბიძე, ჩვენი პარტიის ოფისში მივარდა და ერმილე გიგიაძეს არაერთგზის სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც, ნერვიულობის ფონზე, ეს ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა. ეს არის კიდევ ერთხელ დადასტურება და გამოხატულება იმ ფაშისტური პოლიტიკისა და საქმიანობის, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ეწეოდა და აგრძელებს ამას ჩვეული მეთოდებით. მინდა, გუნდის სახელით ღრმა მწუხარება და სამძიმარი გამოვხატო ერმილე გიგიაძის ოჯახისა და ახლობლების მისამართით“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თაკო ჩარკვიანი: იმდენი “ღიმილი” უნახავს და გაუვლია ისტორიას და მერე, ასე “გაღიმებულად” გაუშვიათ “ზოგიერთი”, რაკეტებს,  “კობზონის” მოუსავლეთში “ პუტინის გემბანის” მიმართულებით, რომ რა ჩამოთვლის…

დონალდ ტრამპი – ყველა თანხმდება, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს და არა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც ხშირად არც მუშაობს