გივი მიქანაძე ცესკო-ში დარეგისტრირებულ იმ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე საუბრობს, რომლებიც „პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, -ში დარეგისტრირებულ იმ ზოგიერთ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, „პოლიტიკურ სუბიექტებთან კავშირსა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო საქმიანობაში არიან მხილებული”.
როგორც მიქანაძემ განმარტა, ამ ორგანიზაციებზე საუბარი “საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს ს მონიტორინგი და ვინ აპირებს მასთან დაკავშირებით დასკვნების დაწერას”.
“მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ინფორმაციას კვლევის შედეგად მხილებული რამდენიმე ორგანიზაციის შესახებ, რაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ დაარწმუნებს, თუ ვის სურს განახორციელოს არჩევნების მონიტორინგი და ვინ აპირებს დასკვნების შედგენას არჩევნებთან დაკავშირებით.
ცესკო-ს მიერ დარეგისტრირდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „კრიტიკული მოქალაქე“, რომლის დირექტორია ნუგზარ ხოზრევანიძე, გამგეობის წევრები კი მარად შავაძე, რისმაგი ხოზრევანიძე და ნოდარ ძირკვაძე არიან. ორგანიზაციის დირექტორი, ნუგზარ ხოზრევანიძე, 2020 წლის 15 დეკემბერს ბათუმში აჭარის უმაღლეს საბჭოსთან დააკავეს პოლიციასთან ინციდენტის დროს, პლაკატებს აკრავდა შენობაზე – „გაყალბებული არჩევნები“. იგი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და აქტივისტია. ნუგზარ ხოზრევანიძე 2022 წლის მაისში ს უცხოეთში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით გამართულ აქციაშიც იღებდა მონაწილეობას. მარად შავაძე დღემდე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილეა, ხოლო რისმაგ ხოზრევანიძე აჭარის ენმ-ის პიარ მენეჯერი. რაც შეეხება ნოდარ ძირკვაძეს, იგი ხულოს ოლქის მე-19 საარჩევნო უბანზე „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ დანიშნული წევრია.
ცესკო-მ ასევე, დაარეგისტრირა სადამკვირვებლო ორგანიზაციად „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ლაშა ადამია აჭარის ენმ-ის წევრია და აქტიურად ეწევა პარტიულ საქმიანობას.
ცესკო-მ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებად დაარეგისტრირა ორგანიზაციები „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“. “ალტერნატივა ენჯეო“-ს თავმჯდომარე ხათუნა ბერიძეა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის წევრია; ხოლო, ორგანიზაციის გამგეობის წევრ ნატო ნაცარაშვილს, მიმდინარე წლის 6 სექტემბერს, შეწირული აქვს პარტია „ახალი“-თვის 7000 ლარი. რაც შეეხება „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის“ თავმჯდომარე გივი ნახუცრიშვილს, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იგი ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“. იგი დღემდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია”, – განაცხადა მიქანაძემ.
ამასთან, მიქანაძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციები „კრიტიკული მოქალაქე“, „ახალგაზრდული ინიციატივა მომავალი საქართველოსთვის“, „ალტერნატივა ენჯეო“ და „საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრი“, ერთიანი სქემის შემადგენელი ნაწილი არიან”.
„უშანგი მიქელაძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერია, რასაც 2022 წელს მის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“სასარგებლოდ 3300 ლარის შემოწირულობაც ადასტურებს.
საყურადღებოა დამკვირვებლად რეგისტრირებული ორგანიზაცია „ქართული ორდენი“, რომლის გამგეობის თავმჯდომარე, ზურაბ გრიგალაშვილი, პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში შექმნილ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დანიშნული საუბნო-საარჩევნო კომისიის წევრია.
ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის სტატუსის მოსაპოვებლად, ცესკო-ში წარსადგენი ამონაწერის მომზადება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ორგანიზაცია „ეი პი ემ ჯორჯიას“ და ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ სახელით მოითხოვა მინდობილმა პირმა – ივანე ბურდულმა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წელს ინტერნეტ სივრცეში გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც ივანე ბურდული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ ცესკო-ს თანამდებობის პირისგან სამსახურის დემარშით დატოვებას ითხოვდა. ასევე, ივანე ბურდულმა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2023-2024 წლებში 11 204 ლარი შესწირა. ამასთანავე, ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობა“-ს ხელმძღვანელ ნესტან დალაქიშვილს, 2016 წელს „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი“-ს სასარგებლოდ 3000 ლარის შემოწირულობა უფიქსირდება“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ