გივი მიქანაძე – ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის – ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ

ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ, – ასე უპასუხა “ქართული ოცნების” დეპუტატმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომლის თანახმად, -ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი გამოეხმაურა ს საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციას “ფერად რევოლუციასთან” დაკავშირებით და ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ამერიკა საქართველოში “ფერადი რევოლუციის” მოწყობას აპირებს მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.
გივი მიქანაძის თქმით, რა განცხადებები გაკეთდა, ამას აქვს ნაკლები მნიშვნელობა იმასთან შედარებით, რეალობა რა არის.
„ვნახეთ, რომ 2020 წლიდან მოყოლებული, როდესაც მე-10 მოწვევის პარლამენტი იქნა არჩეული, საქართველოში რევოლუციის მოხდენის არაერთი მცდელობა იყო. პირველი ასეთი მცდელობა ძალიან კარგად გახსოვთ, როდესაც “სამართლიანმა არჩევნებმა” ექვსი კვირის განმავლობაში, ს რეალური მონაცემები, წინასწარი შედეგების თაობაზე, არ გაამჟღავნა. ოპოზიციას ამან საშუალება მისცა, რომ საერთაშორისო არენაზე გარკვეული მხარდაჭერა მოეპოვებინა და აქ ეწარმოებინა მიტინგები, მოთხოვნები და ა.შ. და ეს სცენარი გვახსოვს, როგორ მთავრდება. შემდეგი მცდელობა იყო, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტში ს სპეცოპერაცია რომ დაიგეგმა და დააბრუნეს, კონტეინერით შემოაპარეს საქართველოში; ის ქართველ ამომრჩეველს უნდა გამოცხადებოდა არჩევნების დღეს, როგორც კი უბნები დაიხურებოდა, პარლამენტის წინ. ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების ოპერატიული მუშაობით ეს სცენარი აღიკვეთა. ასევე, ფაქტი და ესეც არ გამოვრიცხოთ – 2022 წელს, როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვენიჭა, მაშინაც გახსოვთ რევოლუციური სცენარი. ამაშიც არასამთავრობო სექტორი აქტიურად იყო ჩართული. ისინი აქტიურად ითხოვდნენ მთავრობის გადგომას, ვადამდელ არჩევნებს, ტექნიკური მთავრობის ფორმირებას და ა.შ. და ამ პროცესში არასამთავრობო სექტორი უნდა ყოფილიყო ჩართული. ამიტომ ეს პროცესები მუდმივად ხორციელდება იმიტომ, რომ მათ არანაირი რესურსი არ აქვთ, საზოგადოების ნდობა არ აქვთ, რომ როგორმე ხელისუფლებაში დაბრუნდნენ. მათ ერთადერთი გზა აქვთ, რომ რევოლუციური სცენარების განხორციელებას შეუწყონ ხელი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ ეს ადამიანები არსად წასულან, მათ აქვთ რევანშის სერიოზული ამბიცია, ოღონდ, მძიმე ფორმის რევანშის. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ამ არჩევნებს ვერ მოიგებენ იმიტომ, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი მხარს უჭერს იმ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ 12 წელია ახორციელებს. შესაბამისად, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მათი მხრიდან მსგავსი მოქმედებების მცდელობა კიდევ იყოს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ