გივი მიქანაძე: სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გარდა არსებითი და მნიშვნელოვანი გამონაკლისებისა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის სტუდენტები აღარ გვეყოლება. ანუ ეს სეგმენტი მთლიანად, დაინტერესების შემთხვევაში, გადავა კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე.

შესაბამისად, თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადი უნივერსიტეტებში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ის დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.

სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებული სახელმწიფოს მოთხოვნებზე და ამ მოთხოვნების შესრულებაზე და, რა თქმა უნდა, პარალელურად, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სრული დაფინანსება იმისა, რომ პროცესი მიმდინარეობდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და თითოეული უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებელი უზრუნველყოფილი იყოს იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, იმ ბიბლიოთეკით, ბაზებთან წვდომით, ლაბორატორიებით, კონკრეტული დანადგარების არსებობით სხვადასხვა ცდის თუ ექსპერიმენტის ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურით და სახელგფასო უზრუნველყოფით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლება მივცეთ ახალგაზრდებს.

ამბობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, “განათლების რეფორმის” შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს