შესაბამისად, თქვენთვის ცნობილია, რომ უცხო ქვეყნის სტუდენტებისთვის დაწესებული გადასახადი უნივერსიტეტებში, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო უნივერსიტეტებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე ის დაფინანსება, რომელსაც სახელმწიფო უზრუნველყოფს.
სახელმწიფო უნივერსიტეტები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ ორიენტირებული სახელმწიფოს მოთხოვნებზე და ამ მოთხოვნების შესრულებაზე და, რა თქმა უნდა, პარალელურად, სახელმწიფომ უნდა აიღოს თავის თავზე სრული დაფინანსება იმისა, რომ პროცესი მიმდინარეობდეს ყოველგვარი შეფერხების გარეშე და თითოეული უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებელი უზრუნველყოფილი იყოს იმ მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, იმ ბიბლიოთეკით, ბაზებთან წვდომით, ლაბორატორიებით, კონკრეტული დანადგარების არსებობით სხვადასხვა ცდის თუ ექსპერიმენტის ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ინფრასტრუქტურით და სახელგფასო უზრუნველყოფით, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხარისხიანი და მაღალი სტანდარტის განათლება მივცეთ ახალგაზრდებს.
ამბობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, “განათლების რეფორმის” შესახებ.