სრული, წმინდა წყლის მანიპულაციაა, რომ თითქოს ეს ეწინააღმდეგება ბოლონიის პროცესს, ბოლონიის პროცესში არსად არ წერია, რომ სწავლა აუცილებლად 12 წლიანი უნდა იყოს. საკითხის არსი მდგომარეობს იმაში, რომ 11-წლიანი სასწავლო პროცესი, რომელიც ჩვენი ხედვით, სრულფასოვნად მოიცავს იმ განათლების ეტაპს, რასაც სასკოლო განათლება ჰქვია და აღჭურავს ჩვენს ახალგაზრდებს იმ ცოდნით, რაც სკოლის დამთავრების შემდეგ უნდა ჰქონდეთ მათ. შესაბამისად არანაირ წინააღმდეგობაში არ მოდის ბოლონიის პროცესთან.
ერთადერთი კომპონენტი, რაც არის, რომ ევროპული უნივერსიტეტები ითხოვენ რომ 12 წლის სწავლის დამადასტურებელი ატესტატი წარადგინონ. თუ იმას გავითვალისწინეთ, რა რაოდენობაზე არის საუბარი, ჩვენ ფაქტობრივად გამოგვდის ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი აბსოლუტურად არ არის იმ მიმართულებაზე ორიენტირებული, რომ სასწავლო პროცესი მათმა შვილებმა და ახალგაზრდებმა გააგრძელონ ევროპულ უნივერსიტეტებში, საბაკალავრო დონეზე, უფრო მოთხოვნადი ამ ეტაპზე ივეთება არის სამაგისტრო საფეხური, რომელიც საბაკალავრო საფეხურის შემდეგ არის.
შესაბამისად ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათმა შვილებმა, ან იმ ახალგაზრდებმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ საბაკალავრო დონეზე უნდა გააგრძელონ სწავლა ევროპულ უნივერსიტეტებში, მათ ერთადერთი რაც დასჭირდებათ, რომ 11 კლასის დასრულების შემდეგ 1 წლით უნდა ისწავლონ უცხოეთში, რომელიმე სკოლაში ან კოლეჯში, რომელიც არის ერთწლიანი სასწავლო პროგრამა. ეს 11 წელი არის ფუნდამენტი იმისათვის, რომ ისინი ჩაირიცხონ 1-წლიან სასწავლო პროგრამაზე, განაცხადა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ იმედის ეთერში