გივი მიქანაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის წევრების იაპონიაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების უზრუნველყოფის საკითხი. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.
ამასთან, ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სექტორში ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის მხარდაჭერაზე.
„ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც იაპონია ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. კერძოდ, იაპონელი ექსპერტი ჩართულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, რომელიც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ეხმარება. ელჩს ვთხოვეთ აღნიშნული მიმართულებით ექსპერტს გაუგრძელდეს საკუთარი მანდატი. ვისაუბრეთ დმანისის მუნიციპალიტეტში ქართულენოვანი საბავშვო ბაღის აშენებისა და საქართველოს პარლამენტის სტამბისთვის იაპონური დანადგარების გადმოცემის საკითხებზე.
შეხვედრაზე განხილულ ყველა თემას, იაპონიის ელჩის მხრიდან, პირველ ეტაპზე, დადებითი გამოხმაურება მოყვა. შევთანხმდით, რომ სხვადასხვა საკითხზე გაგრძელდება კომუნიკაცია და თანამშრომლობა მათი განხორციელების თვალსაზრისით”, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა გიორგი მიქაძისა და დავით მიქაძის ბრალეულობას, არ არსებობს – საქმე ვერანაირ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს მიქაძეებთან მიმართებაში და მითუმეტეს, სხვა პირებთან, ეს არის ისტერია, სხვა სახელს ვერ დავარქმევ

ადვოკატი – სანდრო წივწივაძისგან რომ შეიძინეს იარაღი, რითაც იყო მოკლული ლევან ჯანგველაძე, არანაირი მტკიცებულებით არ დასტურდება – წარმოდგენილია ვიდეომასალა, რომელიც დაახლოებით, 2021-2022 წლისაა და საერთოდ არ არის კავშირში საქმესთან