გივი მიქანაძე აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშეს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშეს ივენ კალის შეხვდა.
პარლამენტის ინფრომაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები მიმოიხილეს.
მათივე ცნობით, მხარეებმა განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უმაღლესი განათლების მიმართულებაზე და ამერიკისა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის გაცვლით პროგრამებზე. საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავების საკითხს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა -ის საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კელი მაკინტოში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ