გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს უკრაინაში, კიევში მოხდა

ეს ადამიანები წამსვლელები არიან ყველაფერზე და გაცილებით უფრო მძიმე დანაშაულებზეც წასულან ვიდრე, ვთქვათ, გივი თარგამაძის ლიკვიდაციაა. გივი თარგამაძის ლიკვიდაცია მოიტანდა გარკვეულ წინაპირობებს, იმისთვის, რომ დაძაბულობა მისულიყო იმ კონდიციამდე, როგორც ეს ში, კიევში მოხდა, – განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გარკვეულ პოლიტიკოსებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე საუბრისას.
მისივე თქმით, ასე, რომ როდესაც საუბრობენ მეიდნის სცენარზე, ამას საფუძველი მათ გააჩნია.
„ადამიანი, რომელიც გადმოდის საზღვარზე, ასახელებს გია ლორთქიფანიძეს, იგი ის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილის გადმოსვლაც დაგეგმა და მას ს დღეს რევოლუცია უნდა მოეწყო. მადლობა ღმერთს, იგი დააკავეს, მაგრამ ხომ ყველამ ვიცით, სააკაშვილის გადმოსვლის ორგანიზების წინაპირობები; ყველამ ვიცით, რა ხდებოდა ადრე; ყველამ ვიცით, რაზე არიან წამსვლელები, ადამიანები, რომლებსაც პერსპექტივა არ აქვთ სამართლიან არჩევნებში გამარჯვების. ომის პარტია ვერ გაიმარჯვებს საქართველოში“, – განაცხადა ვოლსკიმ.
პროკურატურამ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები გაასაჯაროვა. საქმესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაცმოძრაობის რეჟიმმა ძალიან ბევრ ადამიანს გაუნადგურა ცხოვრება, მათ შორის ახალგაზრდა კაცს, ცოტნე ანანიძეს, რომელიც უნივერსიტეტიდან საპატიმროში, მხოლოდ მართალი სიტყვის გამო აღმოჩნდა