გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებამ გვაჩვენა, რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე დგანან

„არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების საფრთხე, პროვოკაციებს რა თქმა უნდა შემსრულებლები სჭირდება, აღნიშნული მიზეზის გამო საქართველოში დაბრუნებას არაერთი, საეჭვო რეპუტაციის ადამიანი გეგმავს. პირველი მერცხალი გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც საზღვრის კვეთის მომენტში დააკავეს“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, დარჩო ხეჩუაშვილის დაკავება მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კუთხით, რომ ის აუცილებლად დაასახელებს დამკვეთს, დამკვეთს რომელიც დიდი ალბათობით ახლო კავშირში იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან. „არჩევნების მოახლოებასთან ერთად იზრდება პროვოკაციების საფრთხე, პროვოკაციებს რა თქმა უნდა შემსრულებლები სჭირდება, აღნიშნული მიზეზის გამო საქართველოში დაბრუნებას არაერთი, საეჭვო რეპუტაციის ადამიანი გეგმავს.
პირველი მერცხალი გივი თარგამაძის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დარჩო ხეჩუაშვილი, რომელიც საზღვრის კვეთის მომენტში დააკავეს, მას 18 წელი აქვს მისჯილი. დარჩო ხეჩუაშვილის დაკავება მნიშვნელოვანია თუნდაც იმ კუთხით, რომ ის აუცილებლად დაასახელებს დამკვეთს, დამკვეთს რომელიც დიდი ალბათობით ახლო კავშირში იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან და საზოგადოება დაინახავს, რომ გივი თარგამაძისთვის “სულის ამოხდა” საკუთარი პარტიის მიერ იყო ინსცენირებული…. დარჩო ხეჩუაშვილის დაკავებამ, გვაჩვენა რომ საქართველოს ძალოვანი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე იმყოფებიან და დესტაბილიზაციის მიზნით, საქართველოსკენ დაძრული კრიმინალთა ბანდა ჩვენს ქვეყანაში შემოსვლას და დესტაბილიზაციის გამოწვევას ვერ შეძლებს!“-წერს დავით ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია