გივი თარგამაძე – ღიად რუსი ადამიანის წერილის საფუძველზე შექმნილ კომისიაში ჩემი ფეხი არ იქნება – თუ ადამიანის უფლებების მაშინდელი ვითარება აინტერესებთ, მაშინდელი ომბუდსმენი სოზარ სუბარი იქ უზით და იმას ჰკითხონ

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას აძლევს.
ის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, თავდაპირველად პროკურატურაში ჩვენების მისაცემად დაიბარეს, სადაც არ გამოცხადდა, ამის შემდეგ კი სასამართლოში გამოიძახეს.
„რამდენადაც ვიცი, ერთი კითხვაა, ვიყავი თუ არა გაფრთხილებული იმ სანქციებზე, რომელიც არ გამოცხადების შემთხვევაში იქნება გამოყენებული. დავეთანხმები, რომ ვიყავი ნამდვილად გაფრთხილებული.
გარდა იმისა, რომ პროკურატურას პოლიტიკურად არ ვცნობ, პერსონალურადაც არ ვცნობ, რადგან ჩემი აფეთქების საქმე დემონსტრაციულად არ გამოიძიეს და პირიქით, ფაქტების დაფარვაში მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად, ბუნებრივია, ამ პროკურატურასთან არ ვითანამშრომლებ. საგამოძიებო კომისიას რაც შეეხება, ეს შექმნილია ქალბატონ კაკაბაძის პირადი წერილის საფუძველზე. კაკაბაძე იყო ადამიანი, რომელიც ტელევიზიით ინტერვიუებს აძლევდა, პუტინი რომ არ ყოფილიყო, თურმე მე რუსეთში რევოლუცია გამომივიდოდა. ასეთი ტიპის ღიად რუსი ადამიანის წერილის საფუძველზე შეიქმნა ეს კომისია, ბუნებრივია, იქ ჩემი ფეხი არ იქნება არასდროს.
როგორც მომწერეს, თავდაცვა-უსაფრთხოების გარშემო აქვთ კითხვები, რაც შეცდომაა, თავდაცვა-უშიშროება მებარა მე და არა უსაფრთხოება, 2003-2012 წლებში. ასევე ეწერა ადამიანის უფლებების ვითარებაო, ადამიანის უფლებების მაშინდელი ვითარება თუ აინტერესებთ, მაშინდელი ომბუდსმენი სოზარ სუბარი იქ უზით და იმას ჰკითხონ“, – განაცხადა თარგამაძემ.
გივი თარგამაძე პარლამენტში, დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მიცემისთვის 3 აპრილს დაიბარეს. მას გამოკითხვის შემდეგ, დანერგილი პრაქტიკის მიხედვით, ბრალს წაუყენებენ.
ცნობისთვის, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. აღნიშნული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი