გივი თარგამაძე სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გივი თარგამაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში აღნიშნავენ, თარგამაძე გამოკითხვაზე 11:00 საათზეა დაბარებული, თუმცა რის საფუძველზე, ამას არ განმარტავენ.

ამასთან, “ინტერპრესნიუსს” გივი თარგამაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ განუცხადა, გივი თარგამაძე სუს-ში მივა.

სავარაუდოდ, გივი თარგამაძე სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებშია დაბარებული ირანის შესახებ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

ასევე დაგაინტერესებთ

თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი – ვიზიარებ გარემოებებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზიანი მივაყენე და ვნანობ – ყველა მსხვილ შესყიდვასთან დაკავშირებით, მინისტრი იყო ინფორმირებული