გიდების საერთაშორისო დღეს, გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ბათუმი 21-22 თებერვალს გიდების პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათი ცნობით, ღონისძიებაზე, ტურიზმის სფეროს ექსპერტები და გიდები პორტუგალიიდან, შოტლანდიიდან, სამხრეთ აფრიკიდან, დან, პოლონეთიდან და დან ქართველ მომხსენებლებთან ერთად გიდის პროფესიის მნიშვნელობასა და საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრებენ.
„ორი დღის განმავლობაში, პანელურ სესიებზე ისეთი მნიშვნელოვანი თემები იქნება განხილული, როგორებიცაა, გიდის როლი ტურისტული ადგილის პოპულარიზაციაში – გიდი, როგორც ტურისტული ადგილის ელჩი; გლობალური ტურიზმი და გიდის პროფესია – უნიკალური გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიები და გამოწვევები; ტურიზმი და მუზეუმები – მუზეუმი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის საცავი.
გიდების საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას ტურისტული გიდების ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის, პორტუგალიის ტურისტული გიდებისა და ტურ-მენეჯერთა ასოციაციის, საქართველოს და აჭარის გიდების ასოციაციების ხელმძღვანელები, გასტრონომიის, ღვინისა და ტურიზმის დარგის ექსპერტები მიიღებენ. მასზე დასწრება გიდებისთვის, თემატური ასოციაციებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებისთვის თავისუფალი იქნება. მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია კონფერენციის ვებგვერდზე https://batumiconf.ge/ka უნდა გაიარონ. კონფერენციის პროგრამის, მომხსენებლებისა და სტუმრების შესახებ ინფორმაციის მიღებაც ამავე გვერდზეა შესაძლებელი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას