გიგი წერეთელი ჯინ შაჰინის განცხადებაზე – თუ ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ ფუნქციონირებას და არჩევნებსაც არ დააკვირდებიან, პროცესის ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „რუსული კანონის“ ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაციები ფუნქციონირებას ვეღარ გააგრძელებენ.
წერეთლის განმარტებით, ის, რაზეც სენატორი შაჰინი საუბრობს, უკიდურესად შემაშფოთებელი ტენდენციაა და ბუნებრივია, იმ საერთო სურათს უკავშირდება, რომელიც ხელისუფლებამ ანტიდასავლური კამპანიით და რუსული ტიპის კანონის მიღებით შექმნა.
„თუკი ისეთი მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, როგორებიც NDI და IRI არიან, შეწყვეტენ თავიანთ პროგრამებს, ფუნქციონირებასა და განსაკუთრებით, საარჩევნო პერიოდში არ იქნება მათი მხრიდან დაკვირვება, რა თქმა უნდა, ს ლეგიტიმაცია დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ეს ყოველთვის ასე ხდება, მსგავსი ტიპის მნიშვნელოვანი ორგანიზაციები, მათ შორის, ეუთო / ოდირი და სხვები თუ არ აკვირდებიან არჩევნებს, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატიის ხარისხზე და საარჩევნო სტანდარტებზე საუბარიც არ არის.
შესაბამისად, საზოგადოებამ დასკვნები უნდა გამოიტანოს, თუ რამდენად აუცილებელია ოქტომბრის არჩევნებზე მმართველობის ცვლილება”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.