გიგი წერეთელი – ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს ხელისუფლებაში ყოფნის დრო

ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო. დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ისინი დათმობას არ აპირებენ და ეს გამოჩნდა იმ ახალგაზრდების მისამართით, რომელთა სასამართლო პროცესის დღეს მიმდინარეობდა , – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.
მისი თქმით, ვითარების გაუარესება არავის არ უნდა, ამიტომ დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობს, რომელსაც ხელახალი ვადამდელი უნდა მოჰყვეს.
“პროტესტი იქნება მანამდე, სანამ იქნება ჯიუტი პოლიტიკა დღეს არსებული ხელისუფლების მხრიდან. ხელისუფლება ჯიუტად და ავტორიტარული მეთოდებით ცდილობს გააგრძელოს თავისი ხელისუფლებაში ყოფნის დრო. დღეს ჩვენი საზოგადოება კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ ისინი დათმობას არ აპირებენ და ეს გამოჩნდა იმ ახალგაზრდების მისამართით, რომელთა სასამართლო პროცესის დღეს მიმდინარეობდა. დღევანდელ სასამართლო პროცესს შეეძლო წინაპირობა და პერსპექტივა ყოფილიყო დიალოგის დაწყების, მაგრამ არა. ამიტომ საზოგადოებაში კვლავ პროტესტი იქნება.
ე.წ. ხელისუფლების ინიციატივა, საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არასერიოზული და უშინაარსოა. ეს მათი მხრიდან დარჩენილი მხარდაჭერების შესაგულიანებლად გადადგმული ნაბიჯია. არავის არ სურს ამ ვითარების გაუარესება. დიალოგი საჭიროა ახალი არჩევნების დასანიშნად და უსამართლოდ დაკავებული პირები უნდა გათავისუფლდნენ”,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას