გიგი წერეთელი – ძალიან კარგია, რომ სენატორი ჩამოვიდა, მაგრამ ნურავინ დასცემს ყიჟინას, რომ „ქართულ ოცნებას“ შეხვდა, ერთი ამბავია, როცა ფართომასშტაბიან ურთიერთობას აწარმოებ და მეორე, როცა ამბის გადასაცემად ხვდები

რატომ უნდა გინდოდეს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დაიჭირო, მგონი, ლუკაშენკო არ აკეთებს ამას, რომ ამდენი პოლიტიკოსი ჰყავდეს ციხეში გამომწყვდეული , – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.
კითხვაზე, თუ ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაიჭირეს, ვინღა დარჩება პოლიტიკურ ველზე, წერეთელმა აღნიშნა, პროცესებში ახალი ლიდერები აღმოცენდებიან.
“ოპოზიციური ლიდერები არიან და იქნებიან, ყველას უნდა ესმოდეს, რომ, შეიძლება, ბუნებითაც იბადებიან ლიდერები, მაგრამ გარემოებაც აჩენს ლიდერებს. არის უამრავი მაგალითი, რომ ვითარებამ შექმნა ლიდერი.
თუ ვინმე ამაზე აგებს თავის გეგმებს და ეს შეიძლება მოკლევადიანი ამბავი იყოს, რომ (“ქართულმა ოცნებამ”) იზოლირება მოახდინოს რომელიმე ლიდერის, რაც დადებითად შეიძლება არ მოქმედებდეს მის პარტიაზე ან პოლიტიკურ ჯგუფზე, ეს არ არის საბოლოო დასასრული იმიტომ, რომ თუ ლიდერი ჩამოშორდება, მას სხვა ლიდერი შეცვლის და ა.შ. მთავარია, ეს მუხტი დღეს ჩვენს საზოგადოებაში არსებობს და დიდი სურვილი იმისა, რომ ცვლილებები იყოს, რომ ასეთი გარემო არის შეუთავსებელი და წარმოუდგენელი.
თუ ეს ჩარხი, ეს მანქანა აამუშავა (“ქართულმა ოცნებამ”), თვითონაც ხაფანგში არის, შეიძლება სულაც არ უნდა, რატომ უნდა გინდოდეს, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი დაიჭირო, ამას, მგონი, ლუკაშენკო არ აკეთებს, რომ ამდენი პოლიტიკოსი ჰყავდეს ციხეში გამომწყვდეული, მითუმეტეს ქვეყანა, რომელსაც კანდიდატის სტატუსი აქვს. აბსოლუტურად წარმოუდგენელი ვითარება შექმნეს ახლა, როდესაც, მართლაც, შეიძლება ნებისმიერი ადამიანი, ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი იყოს მსხვერპლი ამ რეპრესიული პოლიტიკის”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სენატორ სტივ დეინსის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი შეხვედრა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებთან ლეგიტიმაციას არ ნიშნავს.
მისი თქმით, როდესაც არსებობს პრობლემები, მისთვის შეხვედრა და საუბარი აუცილებელია.
“ძალიან კარგი იყო, რომ სენატორი ჩამოვიდა. ნურავინ დასცემს ყიჟინას, რომ სენატორი შეხვდა (“ქართული ოცნების” წარმომადგენლებს). ერთი ამბავია, რომ შენ გაქვს ლეგიტიმაცია და ცნობა ხელისუფლების და მასთან ფართომასშტაბიან ურთიერთობას აწარმოებ და მეორე ამბავია, რომ ამბის გადასაცემად ხვდები, აგერ, ლამის უკრაინისა და ს წარმომადგენლები ხვდებიან ერთმანეთს, აბა როგორ ხდება ომში მოლაპარაკება. მითუმეტეს ელჩს არ შეხვდა იმიტომ, რომ არ მოისმინონ ისეთი რაღაც და არ დაივალდებულონ თავი”, – აღნიშნა წერეთელმა.
ის ასევე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის განცხადებასაც, რომელიც სენატორ დეინსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა და სადაც აღნიშნა, რომ მზად იყო განეახლებინა სტრატეგიული პარტნიორობა ქმედით გზამკვლევზე დაყრდნობით.
გიგი წერეთლის შეფასებით, საზოგადოება მაშინ დარწმუნდება მის გულწრფელობაში, თუ ამ განცხადებებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება.
ს დაპატიმრება თუ არის ამ ქმედითი გზამკვლევის რომელიმე ნაბიჯი, მე ნამდვილად არ მგონია და ეს არის სისულელე, ამას ვინ დაიჯერებს. საზოგადოება მაშინ დარწმუნდება იმაში, რომ ეს ხალხი რაღაცას ცვლის, თუ კი ამას ექნება თავისი გამოხატულება, კონკრეტული ნაბიჯი და იმის მაგივრად, რომ მთელი მსოფლიო ეუბნება, პოლიტიკურ ნიადაგზე დაპატიმრებული ხალხი არ უნდა გყავდესო, პირიქით – უმატებენ და უმატებენ. ეს არის უზარმაზარი რისკი და უზარმაზარი მავნებლობა ამ ქვეყნისთვის და ამისთვის არსებობს ფასი. როცა ამ ფასის გადახდაზეა ლაპარაკი, მერე ეს არ მოსწონთ და ვინც ამას ამბობს, მტრად აცხადებენ. ეს არ არის ის პოლიტიკა, რომელიც ამ ქვეყანას სამშვიდობოს გაიყვანს”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.