გიგი წერეთელი – „ქართული ოცნება“ კავშირებს არაკეთილმოსურნეებთან აღრმავებს და ამერიკისგან დისტანცირდება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება

„ქართული ოცნება“ კავშირებს არაკეთილმოსურნეებთან აღრმავებს და ამერიკისგან დისტანცირდება, რაც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი ამერიკის ელჩის, ს მიერ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობაზე გაკეთებულ განცხადებას.
მისი განმარტებით, როდესაც ამერიკის ელჩი განცხადებას აკეთებს, ის მისი სახელმწიფოს სახელით საუბრობს.
„ჩვენ ვხედავთ, თუ როგორი გულდაწყვეტა და კრიტიკული დამოკიდებულებაა ამ განცხადებებში, სწორედ იმის გამო, რომ ამ ვითარებამდე „ქართულმა ოცნებამ“ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა მიიყვანა.
საუბარია დახმარების გადახედვაზე, სანქციებზე, ასევე არაკეთილმოსურნეებთან კავშირების გაღრმავებასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დისტანცირებაზე, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ