„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, ჩნდება კითხვა, თუ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმ დროს, როდესაც ქართველი ჯარისკაცები რუსეთის ტყვეობაში არიან.
როგორც წერეთელი აღნიშნავს, სწორედ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამოა ის, რომ ოკუპანტი ძალა უკანონოდ აკავებს მოქალაქეებს, ხდება მკვლელობა და ასე შემდეგ.
„ჩნდება კითხვები, თუ რას აკეთებს ხელისუფლება? სწორედ ხელისუფლების პოლიტიკის გამო არის, რომ ოკუპანტი თავს უფლებას აძლევს ყველაფერი გააკეთოს, იქნება ეს უკანონო დაკავებები, მკვლელობები თუ სხვა.
ირაკლია ბებუას საკითხზე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებულია, ჩვენ ბევრი წინადადება შევთავაზეთ, თუმცა არცერთი არ მიიღეს და ამ მიმართულებით არც შესაბამისი ნაბიჯები გადაუდგამთ. ამიტომ, ნამდვილად არ მაქვს დიდი იმედი, რომ ამ საკითხზე ხელისუფლება უახლოს მომავალში რაიმეს მოახერხებს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.