გიგი წერეთელი – სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია, საქებარი განცხადებები მხოლოდ კრემლის იდეოლოგებისგან ისმის

სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია, საქებარი განცხადებები მხოლოდ კრემლის იდეოლოგებისგან ისმის, – ამის შესახებ ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც -ის კონგრესის 29 წევრის წერილს გამოეხმაურა.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, აშშ-ს კონგრესმენების მორიგი განცხადება კიდევ ერთხელ მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე ვითარებამდე მიიყვანა „ქართულმა ოცნებამ“ ურთიერთობები საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან.
„ეს ყველაფერი არის მმართველი პარტიის პოლიტიკის შედეგი. ე.წ რუსული კანონის თავსმოხვევის, ოპონენტებისა და მშვიდობიან პროტესტში მონაწილეების მიმართ ძალადობის. ამ ვითარებას მხარს არ უჭერს და არ ეგუება, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი და სრულიად ერთმნიშვნელოვანია საქართველოს დასავლელი პარტნიორების რეაქცია.
ერთადერთი, ვისგანაც ისმის მოწონება და საქებარი განცხადებები, მხოლოდ კრემლის იდეოლოგები და ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ