გიგი წერეთელი – საქართველოს რეალური ევროინტეგრაციისთვის, არჩევნებზე ცვლილებები უნდა მოხდეს

საქართველოს რეალური ევროინტეგრაციისთვის, არჩევნებზე ცვლილებები უნდა მოხდეს, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელი საქართველოს ევროინტეგრაციასა და თანმდევ პროცესებზე ს მიერ გაკეთებულ განცხადებას.
გიგი წერეთლის თქმით, ევროკავშირის ელჩის განცხადებები სამწუხაროა, თუმცა მიაჩნია, რომ ისინი რეალობას აღნიშნავს.
„ჩვენ მოვისმინეთ ლიდერების პოზიციები საქართველოსთან მიმართებაში – მაშინ, როდესაც და მოლდოვა ხსნიან მოლაპარაკებების პროცესს და სწრაფი ნაბიჯებით მიიწევენ წინ ევროკავშირისკენ, საქართველო კარგავს გაფართოებაში მოხვედრის იმ შანსს, რომელიც რეალურად 2030 წლამდე იქნება.
ამიტომ ამ ყველაფრის შესაჩერებლად, ის, რომ მნიშვნელოვანი პროგრამები არ დაიკარგოს, არ დაიკარგოს ფინანსური დახმარებები და ძალიან ბევრი მიმართულებით ევროინტეგრაციის პროცესი წინ წავიდეს, მხოლოდ ერთი შანსი არსებობს – ოქტომბერში ჩვენს ქვეყანაში ცვლილებები უნდა მოხდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება შეჩერებულია. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის სფეროს მხარდასაჭერად გამოყოფილი 30 მილიონი ევროც გაყინა. ელჩის თქმითვე, ისინი საქართველოში არსებულ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან და სანქციებსაც განიხილავენ, თუმცა ამ საკითხზე, ამ დროისთვის ევროპულ სტრუქტურებში ერთსულოვნება არაა.

ასევე დაგაინტერესებთ