გიგი წერეთელი – სასიხარულოა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლება – პოლიტიკური მძევლებით მანიპულირება მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის და გახანგრძლივების მიზანს ემსახურება

სასიხარულოა მამუკას და ბადრის გათავისუფლება. პოლიტიკური მძევლებით მანიპულირება მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის და გახანგრძლივების მიზანს ემსახურება, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს.
როგორც წერეთელი აცხადებს „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა „მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და გახანგრძლივებაა“.
„არავითარი სამართლებრივი მხარე ამ პროცესს არ აქვს. პარტიულ ლიდერები თუ პროტესტის მონაწილე აქტივისტები პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ხვდებიან საპატიმროებში, აჰყავთ მძევლებად და ასევე, როცა საჭიროებას ხედავენ ან სავაჭროდ სჭირდებათ, ათავისუფლებენ.
ასე ხდება ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში და ეს ვერ მოხდება დასავლურ , ევროპულ დემოკრატიებში. მმართველი რეჟიმის მთავარი ამოცანა მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და გახანგრძლივებაა. რეპრესიები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა თუ ანტიდასავლური რიტორიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება, თუმცა , საბოლოოდ შედეგი საპირისპირო იქნება. ვერც ამ საარჩევნო ფარსს გააპატიოსნებს ორი პოლიტიკური ფიგურის გათავისუფლება, როცა სხვა მძევლები ისევ საპატიმროებში რჩებიან. მათი თავისუფლება რეპრესიების შეჩერება, ოლიგარქიული მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ისევ მთავარ ამოცანად რჩება“,- აცხადებს გიგი წერეთელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა