გიგი წერეთელი – როგორც საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება, ასევე, ეუთო-საც აქვს ვალდებულება, ამიტომ დელეგაციები იქნება

მიუხედავად იმისა, რომ ფართო მასშტაბით, დემოკრატიული მსოფლიო, ჩვეული რეჟიმით არ არის საქართველოში არსებულ ხელისუფლებასთან, დელეგაციები იქნება, რადგან არსებობს ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის ეუთო-ში. როგორც საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას აქვს ვალდებულება, ასევე, ეუთო-საც აქვს ვალდებულება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა, გიგი წერეთელმა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რაც საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით ხდება, „არანაირად არ მოდის თანხვედრაში ეუთო-ს პრინციპებთან და საქართველოს ვალდებულებებთან“.
„მიუხედავად იმისა, რომ ფართო მასშტაბით, დემოკრატიული მსოფლიო, პრაქტიკულად, ჩვეული რეჟიმით არ არის საქართველოში არსებულ ხელისუფლებასთან, დელეგაციები იქნება, რადგან არსებობს ვალდებულებები საერთაშორისო ორგანიზაციებში. მათ შორის ეუთო-ში. საქართველოს, როგორც წევრ ქვეყანას, აქვს ვალდებულება, ასევე, ეუთო-ს აქვს ვალდებულება, იქნება ეს უსაფრთხოების საკითხები, ეკონომიკური თანამშრომლობის თუ დემოკრატიის საკითხი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს. რაც საქართველოში ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით, ბუნებრივია, მხედველობაში მაქვს, არამარტო ს შედეგები, არამედ ის, რომ 50-ზე მეტი ადამიანია დაკავებული პოლიტიკური მოტივით. ყოველდღიურად ვხედავთ, როგორ ხდება რეპრესიების გაძლიერება. ბუნებრივია, ეს არ არის არანაირად თანხვედრილი ეუთო-ს პრინციპებთან და საქართველოს ვალდებულებებთან.
როდესაც გენერალური მდივანი ჩამოდის, ვფიქრობ, სწორედ ამ საკითხებზეა საუბარი და იმაზე თუ რა ვალდებულებები აქვს საქართველოს; რა სრულდება და როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის გადაწყვეტა“, – განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამისა, წერეთელმა ისაუბრა მეხუთე პრეზიდენტის, ს გარშემო შექმნილ „წინააღმდეგობის პლატფორმაზეც“. მისი თქმით, კოორდინაცია ყველაფერზე შეთანხმებას არ ნიშნავს.
„არავის დაუდია ფიცი, რომ მუდმივად უნდა იყოს. კოორდინაცია არ ნიშნავს ყველაფერზე შეთანხმებას. სანამ ერთმანეთთან საუბრის სურვილი, კონკრეტული საკითხები იქნება, რისი განხილვაც საჭიროა და ასევე, იქნება საჭიროება, რომ ვუპასუხოთ გამოწვევებს, რაც ქვეყანაშია და საზოგადოებას აქვს, ვინც თვეების განმავლობაში ქუჩაშია, მანამდე ვფიქრობ, რომ ამ პლატფორმაზე ძალიან ნაყოფიერად შეიძლება მუშაობა. ამასთან, ბევრ იმ საკითხზე შეთანხმება, რომელიც საზოგადოებას აწუხებს“, – განაცხადა წერეთელმა.