“ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი:
ნამდვილად სასიხარულოა მამუკას და ბადრის გათავისუფლება. დღეს მათი ოჯახები და გულშემატკივრები ბედნიერები არიან
იმედია, სხვა პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, მათი ოჯახის წევრები ახლობლებიც და საზოგადოებაც ასევე ძალიან მალე გაიხარებენ 


ეს პოლიტიკური მძევლებით მანიპულირება მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაციის და გახანგრძლივების მიზანს ემსახურება. ამავდროულად, საზოგადოების დაბნევისა და პროდასავლური ოპოზიციის დასუსტების ამოცანას.
არავითარი სამართლებრივი მხარე ამ პროცესს არ აქვს. პარტიულ ლიდერები თუ პროტესტის მონაწილე აქტივისტები პოლიტიკური მიზანშეწონილობის მიხედვით ხვდებიან საპატიმროებში, აყავთ მძევლებად და ასევე, როცა საჭიროებას ხედავენ ან სავაჭროდ სჭირდებათ, ათავისუფლებენ.
ასე ხდება ყველა ავტორიტარულ ქვეყანაში და ეს ვერ მოხდება დასავლურ , ევროპულ დემოკრატიებში.
მმართველი დაჯგუფების მთავარი ამოცანა მიტაცებული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და გახანგრძლივებაა. რეპრესიები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრები, სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლა თუ ანტიდასავლური რიტორიკა სწორედ ამ მიზანს ემსახურება,
თუმცა , საბოლოოდ, შედეგი საპირისპირო იქნება. ვერც ამ საარჩევნო ფარსს გააპატიოსნებს ორი პოლიტიკური ფიგურის გათავისუფლება, როცა სხვა მძევლები ისევ საპატიმროებში რჩებიან. მათი თავისუფლება, რეპრესიების შეჩერება , ოლიგარქიული მმართველობის დასრულება და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება, ისევ მთავარ ამოცანად რჩება.
