გიგი წერეთელი – პოლიტიკური სპექტრისთვის და ამომრჩევლისთვის ამოცანები არ იცვლება – მთავარია, ეს ხელისუფლება შევცვალოთ, შემდეგ ივანიშვილს შეუძლია, ოპოზიციის ლიდერი წარმატებით იყოს

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, გიგი წერეთლის განცხადებით, „პოლიტიკური სპექტრისთვისა და ამომრჩევლისთვის, ვისაც საქართველოში პროგრესი სურს, არაფერი სიახლე არ ხდება და ამოცანები არ იცვლება, მთავარია, რომ ეს ხელისუფლება შევცვალოთ“.
როგორც წერეთელმა ს პოლიტიკაში დაბრუნების საკითხის შეფასებისას განაცხადა, ივანიშვილი არც არსად წასულა, ყოველთვის იყო „ოცნებასთან“ და ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში უდიდეს გავლენას ახდენდა.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა დეოლიგარქიზაცია საქართველოს მომავალი ევროინტეგრაციის საკითხში.
„ვფიქრობ, რომ ეს ნაბიჯი კიდევ უფრო გაართულებს დეოლიგარქიზაციის ამოცანას და ბევრად უფრო ნათელს გახდის ოლიგარქიულ ზეგავლენას ქართული პოლიტიკაზე, უფრო კონკრეტულად კი, მმართველ პარტიაზე.
დანარჩენი პოლიტიკური სპექტრისთვისა და ამომრჩევლისთვის, ვისაც სურს ამ ქვეყანაში პროგრესი, არაფერი სიახლე არ ხდება და ამოცანები არ იცვლება. მთავარია, რომ ჩვენ შევცვალოთ ეს ხელისუფლება. შემდეგ, ივანიშვილს შეუძლია, რომ ოპოზიციის ლიდერი წარმატებით იყოს“,- განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ტატა ხვედელიანი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე – „ქართული ოცნების“ რიგებში არსებულ კლანურ ბრძოლებს, კრიმინალური გარჩევები დაემატა – ხალხს მათ მიერვე მოპარული ფულის განაწილებას აყურებინებენ, რაც კრიმინალური გარჩევებით ხდება

ლალი აფციაური – დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – დროულად და უსწრაფესად იმოქმედა, სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, საკუთარი მანქანით გადაიყვანა

აქციებზე დაკავებული 8 პირის საქმის მოწმე პოლიციელის განცხადებით, აქციის მიმდინარეობისას ე.წ. პულივიზატორის ბოთლი კეფაში მოხვდა და დაზიანება მიიღო, თუმცა ნივთის მსროლელი არ დაუნახავს