გიგი წერეთელი „ოცნების“ სამოქმედო გეგმაზე – ხელისუფლების მმართველობის მოდელი, შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან რაც ევროკავშირის წევრობის მსურველს უნდა ჰქონდეს

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი წერეთლის განცხადებით, დოკუმენტი, რომელსაც ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა დაარქვა, აბსოლუტურად ზედაპირული და არაფრისმომცემია.
მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს „სურვილს“, რომელიც ხელისუფლებას აქვს კონკრეტული რეფორმების გასატარებლად.
„ეს შეეხება დეპოლარიზაციას, თუ შეეხება დეოლიგარქიზაციას, სასამართლო და საარჩევნო რეფორმას თუ სხვა, თავად მოდელი ამ ხელისუფლების და მათი მმართველობის სტილი აბსოლუტურად შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რაც აქვს დღეს ევროკავშირს იმისთვის, რომ ამ გაერთიანების საბოლოო წევრი გავხდეთ, არამხოლოდ სტატუსი გვქონდეს, მოლაპარაკებები გავხსნათ”, – განაცხადა წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.
გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ერთადერთი რეცეპტი დემოკრატიული გზით იმგვარი ხელისუფლების არჩევაა, რომელსაც დღის წესრიგში მთავარ საკითხად ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თემა ექნება.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სარჯველაძე ჩანაცვლებით თერაპიაზე – ყველა ბენეფიციარმა, ვინც მოგვმართა, ნორმალურ პირობებში მიიღო სერვისი – ინციდენტებსაც ჰქონდა ადგილი, რაც მეტყველებს, რომ კერძო სექტორში მიწოდებული სერვისი მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა

„ნაციონალური მოძრაობა“ – სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებთ არასამთავრობო ორგანიზაციების ყველა იმ წევრს, რომლებსაც დღეს ივანიშვილის მარიონეტებმა ახალი რეპრესიების ტალღა დაუანონსეს

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – ანტიკორუფციული ბიურო დღეს „ქართული ოცნების” კორუფციის მთავარ მცველად არის ქცეული – ხელისუფლებიდან ივანიშვილის ბანდის განდევნის შემდეგ გავაუქმებთ ქვეყნისა წინააღმდეგ მიმართულ ყველა საკანონმდებლო ნორმას