გიგი წერეთელი ნატოს სამიტზე – ხელისუფლება მისი პოლიტიკითა და ნაბიჯებით გვაშორებს დასავლეთს და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს მარტოებს

ხელისუფლება მისი პოლიტიკითა და ნაბიჯებით გვაშორებს დასავლეთს და რუსეთთან პირისპირ გვტოვებს მარტოებს, – ასე აფასებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი მიმდინარე ნატოს სამიტს.
როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, სრულიად მოსალოდნელი იყო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან დამძიმებული და გაფუჭებული ურთიერთობების ფონზე, ნატოს სამიტზე საქართველოს საკითხი არ იქნებოდა დღის წესრიგში.
„ყველა განცხადება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან, რომ ჩვენ ვრჩებით პარტნიორებად, მხოლოდ განცხადებად რჩება. რეალობა სხვაა. ჩვენ, ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკისა და ნაბიჯების გამო, ვშორდებით დასავლეთს და მხოლოდ რუსეთთან პირისპირ დარჩენის პერსპექტივა გვაქვს, რაც ჩვენთვის ყველაზე მძიმეა“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.