გიგი წერეთელი: მოლოდინი დიდია მთელს მსოფლიოში, თუ როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა დღევანდელ მძიმე გეოპოლიტიკურ გარემოში

კვლავ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია!
მან ჩაატარა ურთულესი კამპანია, არამხოლოდ მოსალოდნელი პოლიტიკური პოლარიზების პირობებში, არამედ მძიმე ბრალდებების, ათეულობით სასამართლო პროცესის ფონზე და მკვლელობის მცდელობითაც კი. თუმცა, ის მაინც უფრო დამაჯერებელი და მისაღები პრეზიდენტი აღმოჩნდა
ამერიკელი ამომრჩევლის უმრავლესობისთვის, ვიდრე მისი კონკურენტი.
ამერიკის ეკონომიკის, ინფლაციის, მიგრაციის, ჯანდაცვის, განათლების, გეოპოლიტიკური გამოწვევების თუ საერთაშორისო პრობლემების მართვა და გადაწყვეტა, ახლა მასზე და მის ახალ გუნდზე იქნება დამოკიდებული.
ამავდროულად, ამ ქვეყანაში არსებული მყარი სახელმწიფო და და საზოგადოებრივი ინსტიტუტები რჩებიან სამართლიანობის, სტაბილურობის და სახელისუფლებო ბალანსის გარანტად.
რესპუბლიკური პარტიის უმრავლესობა კონგრესსა და სენატში, ასევე უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ახალი ადმინისტრაციისთვის. იმედია, კრიტიკულ საკითხებზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც, ორპარტიული მხარდაჭერა გაგრძელდება.
მოლოდინი დიდია მთელს მსოფლიოში, თუ როგორი იქნება ტრამპის პოლიტიკა დღევანდელ მძიმე გეოპოლიტიკურ გარემოში. უპირველესად, ს აგრესიასთან, გაზას სექტორთან, ირანთან, ჩინეთთან, ისრაელთან, ევროპელ პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თუ უამრავ სხვა საკითხთან დაკავშირებით.
ამ პროცესს მომავალი თვეების განმავლობაში ვნახავთ და იმედიც უნდა გვქონდეს უკეთესობის.
რაც საქართველოს შეეხება, ნამდვილად ვიცი, რომ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ბრძოლას თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროატლანტიკური მომავლისთვის, წარმატებისთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება დიდი მხარდაჭერა!” – წერს სოციალურ ქსელში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი.