გიგი წერეთელი – მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები არა მოქალაქეებს, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უწესდებათ – ეს დასავლეთის მხრიდან იმ საზოგადოების მხარდაჭერაა, რომელიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს

მნიშვნელოვანია, რომ სავიზო შეზღუდვები საქართველოს მოქალაქეებს არ უწესდებათ, არამედ დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებსაც დიპლომატიური პასპორტები აქვთ. ეს დასავლეთის მხრიდან ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების მხარდაჭერაა, რომლებიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს, – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა.
მისი თქმით, „კრიზისის განმუხტვის რეალურ გზებზე დიალოგი არ არის, ამიტომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება პასუხი“.
“საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ძალიან მაღალ დონეზე – საგარეო საქმეთა მინისტრების, ევროპულ საბჭოშიც იყო განხილვები, რომ სავიზო შეზღუდვები დაწესდეს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არ უწესდებათ საქართველოს მოქალაქეებს, ვისაც ჩვეულებრივი პასპორტები აქვთ, არამედ ეს ვრცელდება მათზე, ვისაც დიპლომატიური ან სამსახურებრივი პასპორტი აქვთ და ეს არის სწორედ ის ზომები, დიპლომატიური და პოლიტიკური ზეწოლის დასავლეთის მხრიდან, რითაც ცდილობენ, რომ აიძულონ დღეს არსებული დე ფაქტო ხელისუფლება, რომ შეცვალონ პოლიტიკა, რომელიც მათ აქვთ, რადგან საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდეს.
ეს არის მხარდაჭერის გამოხატულების გზა ჩვენი საზოგადოების მისწრაფებების, საზოგადოების უმრავლესობის, რომლებიც 40 დღეზე მეტია პროტესტს გამოხატავს და ამის გამო, ბევრი მათგანი დღეს დაპატიმრებულია.
კრიზისის განმუხტვის რეალურ გზებზე დიალოგი არ არის. ჩვენი პარტნიორების მხრიდან იქნება პასუხი. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც დე ფაქტო ხელისუფლება ახორციელებს,” – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ორბანი – ევროკავშირი გაყინულ რუსულ აქტივებთან დაკავშირებით წერილობით კენჭისყრას გამართავს, რომელიც კავშირს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს – ევროკომისია სისტემატურად არღვევს კანონმდებლობას და ამას ომის გასაგრძელებლად აკეთებს

შალვა პაპუაშვილი – წამყვანი თანამდებობის პირები საათობით დროს ვატარებთ ჟურნალისტებთან და არ გავურბივართ კითხვებს, ეს არის ქართული დემოკრატიის სტანდარტი, რომელთანაც ახლოს ვერ მოდის ზოგიერთი ელჩის სტანდარტი – ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია

შალვა პაპუაშვილი – ევროკავშირი იქცა სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის, კონფლიქტის და არა მშვიდობის ტერიტორიად – სად ვიქნებოდით წნეხისთვის რომ არ გაგვეძლო? იქ, სადაც უკრაინაა, როდესაც აღარც მშვიდობა შეუძლიათ და აღარც ომი