გიგი წერეთელი ირაკლი შოთაძის გადადგომაზე – ხელისუფლების რღვევის პროცესი გაგრძელდება და საბოლოოდ დემოკრატიული ცვლილებით დასრულდება

“ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი შოთაძის გენერალური პროკურორის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.
გიგი წერეთლის თქმით, ამ ვითარებაში ისეთი საკვანძო ფიგურის მიერ პოსტის დატოვება, როგორიც გენერალური პროკურორია, მიუთითებს ხელისუფლებაში დაწყებულ რღვევის პროცესზე.
„საზოგადოების მძაფრი პროტესტი მნიშვნელოვანი გადამწყვეტი ფაქტორია და ასევე ის საგარეო ვითარება, რომელიც შექმნა ხელისუფლების აბსოლუტურად უგუნურმა და დამაზიანებელმა ნაბიჯებმა.
არსებული პოლიტიკის წინააღმდეგ ეს პროცესები აუცილებლად გაგრძელდება, კიდევ უფრო გაღრმავდება და საბოლოოდ დასრულდება დემოკრატიული ცვლილებით“, – აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. შოთაძის განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
მისი თქმით, ურთულესი გადაწყვეტილების მიღება, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით უწევს. როგორც შოთაძემ აღნიშნა, მკურნალობის პროცესი სავარაუდოდ რამდენიმე თვე გაგრძელდება და უკვე კვირაზე მეტია ამ მიზნით საზღვარგარეთ იმყოფება. მისივე თქმით, პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის განცხადებით უკვე მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”