გიგი წერეთელი – ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, რა შედეგს მოიტანს არჩევნებში ოპოზიციის გამარჯვება და მეორე მხრივ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დარჩენა

ეს არის გადამწყვეტი საარჩევნო წელი და ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, სად არის წყალგამყოფი და რა შედეგს მოიტანს არჩევნების შემდეგ ერთი – ოპოზიციის გამარჯვება და მეორე – ხელისუფლების გაგრძელება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა „თბილისი რუმსში“ განაცხადა, სადაც მაკკეინის ინსტიტუტი, ს ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) თბილისის მე-8 საერთაშორისო კონფერენციას, სახელწოდებით „გარდამტეხი წელი“ მასპინძლობენ.
მისივე თქმით, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გადაწყდება, როგორ წავა ქვეყანა – გავხდებით ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, თუ კვლავ ვიტრიალებთ ს ორბიტაზე.
„მე ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რატომ არის ეს წელი და ეს არჩევნები გადამწყვეტი, იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე საქართველომ და ჩვენმა საზოგადოებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ წავა ქვეყანა წინ, როგორ იქნება ის ინტეგრირებული დასავლეთთან, ვიქნებით თუ არა ჩვენ მომავალში ევროკავშირის წევრი, ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი, გვექნება თუ არა ამის პერსპექტივა, თუ ჩვენი პერსპექტივა იქნება ისევ ვიტრიალოთ რუსეთის ორბიტაზე და ვიყოთ დისტანცირებული დასავლეთისგან, რაც მხოლოდ და მხოლოდ ერთი მომავლის და პერსპექტივის მომტანია – ეს იქნება ქვეყნის უკუსვლა და ეს მოიტანს ძალიან მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის. ამიტომ ეს არის სწორედ გადამწყვეტი საარჩევნო წელი და ვფიქრობ, ჩვენს ამომრჩეველს კარგად ესმის, სად არის წყალგამყოფი და რა შედეგს მოიტანს არჩევნების შემდეგ ერთი – ოპოზიციის გამარჯვება და მეორე – ხელისუფლების გაგრძელება,“ – განაცხადა წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”