გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, გიგი წერეთელი სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა” ავრცელებს.
მათივე ცნობით, გიგი წერეთელი აშშ სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ბენ კარდინს ლონდონში შეხვდა, სადაც “მაგნიტსკის ჯილდოს”გადაცემის ღონისძიება გაიმართა. ეს ჯილდო ადამიანის უფლებების სფეროში გამორჩეულ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებს ყოველწლიურად გადაეცემათ სპეციალური ჟიურის გადაწყვეტილებით.
“მქონდა პატივი დავსწრებოდი ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას და შევხვედროდი წლევანდელ ნომინანტებს. მოხარული ვარ, რომ ეს ჯილდო სენატორ ბენ კარდინს გადაეცა, რომლის მოღვაწეობაც ათწლეულობის განმავლობაში, სწორედ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში კარგადაა ცნობილი. მე მასთან მრავალწლიანი ურთიერთობა მაკავშირებს ეუთო-სა და ჰელსინკის კომისიის კუთხით, მათ შორის “მაგნიტსკის სიის ” საერთაშორისო მხარდაჭერის საკითხშიც, რაშიც ბენ კარდინს ჯონ მაკკეინთან ერთად დიდი წვლილი მიუძღვის. ამავდროულად ის არის საქართველოს თავისუფლებისა და დემოკრატიის აქტიური მხარდამჭერი. მისი პოზი ცია და განცხადებები სენატის საგარეო კომიტეტში თუ ჰელსინკის კომისიაში ყოველთვის უპირისპირდება ს პოლიტიკას, ოკუპაციას, კორუფციას, იცავს ადამიანის უფლებებს და დემოკრატიულ პრინციპებს, საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს. ბენ კარდინი სენატში “მეგობარი აქტის” ერთ-ერთი ინიციატორია.
“მაგნიტსკის ჯილდო” 2015 წელს ბილ ბრაუდერმა დააფუძნა, რომლის კომპანიის, “Hermitage Capital”-ის თანამშრომელი იყო სერგეი მაგნიტსკი. ბილ ბრაუდერის ინიციატივით შეიქმნა სია და აშშ კონგრესმა მიიღო გლობალური აქტი, რომლის საფუძველზე 650 ზე მეტი ინდივიდი სხვადასხვა ქვეყანაში დასანქცირდა ადამიანის უფლებების დარღვევის, კორუფციის თუ ანტიდემოკრატილი ქმედებების გამო.”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.