გიგი წერეთელი – არ აქვს მნიშვნელობა „დემოკრატების“ ფლანგია, თუ „რესპუბლიკელების“, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია

არ აქვს მნიშვნელობა „დემოკრატების“ ფლანგია, თუ „რესპუბლიკელების“, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია, – ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი -ს კონგრესში საქართველოს შესახებ განხილვას.
გიგი წერეთლის თქმით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტისა და კონგრესის მაღალი რანგის წარმომადგენლებისგან საქართველოს შესახებ გაკეთებული განცხადებები, თუმცა ეს იმ რეალობის პასუხია, რაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ შექმნა.
„არ აქვს მნიშვნელობა „დემოკრატების“ ფლანგია, თუ „რესპუბლიკელების“, ორივე მხარე თანხმდება, რომ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ანტიდასავლურია და ს ინტერესებს აძლიერებს. “აგენტების“ კანონზე ითქვა, რომ ეს ჩვენს დემოკრატიას ძირს უთხრის და ასევე ითქვა, რომ ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა პრაქტიკულად შეჩერებულია. ეს ყველაფერი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციისთვისაა ძალიან მძიმე, არამედ აბრკოლებს ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას. ამიტომაც, ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიის მხარდაჭერა ოქტომბრის არჩევნებზე უნდა გაცხადდეს“, – განაცხადა გიგი წერეთელმა, რომლის კომენტარსაც „ევროპული საქართველო“ ავრცელებს.