გიგი უგულავა – 7 ოქტომბერს, „ქართულმა ოცნება“ საიდუმლო შეხვედრა გამართა, რომლის მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო – კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება

7 ოქტომბერს, საღამოს „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრას 250-დე ადამიანი დაესწრო – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე, რომელიც ცნობილია „ზონდერ-ჯგუფების“ ხელმძღვანელად. შეკრების მიზანი ოპოზიციური ამომრჩევლის განეიტრალება იყო, კერძოდ, 25 ოქტომბერს პირადობის მოწმობების წართმევა და 27-ში დაბრუნება,- ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიგი უგულავამ ქ. ქუთაისში „ტორპედოს“ სტადიონის მიმდებარედ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების „საიდუმლო შეხვედრას“ გამოეხმაურა.
მისივე თქმით, შეხვედრაში სსიპ-ებისა ა(ა)იპების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.
„ჩვენ ახლა ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონთან ვიმყოფებით, მაგრამ ჩვენი შეკრების მიზეზი ფეხბურთი არ არის. მე მინდა ფეხბურთელებს წარმატება ხვალ ვუსურვო. ჩვენი დღევანდელი შეკრების მიზეზი არის შემდეგი – 7 ოქტომბერს, საღამოს, 18:00 საათზე, ამ სტადიონის „ვიპ დარბაზის“ უკან მყოფ დარბაზში შეკრება იყო, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ იყო ორგანიზებული და 200-250 ძირითადად სსიპ-ების და ა(ა)იპების წარმომადგენლები ესწრებოდა. ამ შეხვედრის ორგანიზატორები საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გია ბასილაძე და „ქართული ოცნების“ ქუთაისის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი გია მახარაძე იყვნენ. როგორც წესი, ის ცნობილია „მოზონდერო ჯგუფების“ კოორდინატორად. შეკრებას, ასევე თბილისიდან პარტიის ცენტრალური ოფისიდან კაკულია ესწრებოდნენ და ძირითადად საუბარი იყო იმაზე, რომ იდენტიფიცირებული ოპოზიციური ამომრჩევლების და ძირითადად უფრო ხანში შესული ამომრჩევლების, რომლებიც ინერტულობით გამოირჩევიან, მათი განეიტრალება ნებისმიერი მეთოდით, შესაბამისი უბნების ავტორიტეტებით, იქნება ეს კრიმინალური თუ ნებისმიერი ტიპის ავტორიტეტის მიგზავნა და ყველა მეთოდით იქნება დაშინება, მოსყიდვა თუ ა.შ. პირადობის მოწმობის ჩამორთმევა 25 ოქტომბერს და შემდეგ უკვე 27-ში ამ პირადობის მოწმობების დაბრუნება.
მინდა შევახსენო ყველა საჯარო მოხელეს და ასევე, ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ეს ინფორმაცია მესამე პირებისგან არ გვაქვს, ჩვენ ეს ინფორმაცია უშუალოდ ამ შეკრებაში მონაწილე ადამიანისაგან გვაქვს, ჩვენ ამ ადამიანის ვინაობას ინკოგნიტოდ ვტოვებთ, მაგრამ ეს ადამიანი უკვე საერთაშორისო დამკვირვებლებს შეხვდა და საერთაშორისო დამკვირვებლებს ამ შეხვედრის შესახებ სრული ინფორმაცია გადაეცა. მე ახლა მინდა ყველა საჯარო მოხელეს ძალიან მოკლედ წავუკითხო კანონის ის მუხლი, რომელიც ვრცელდება მასზე – არჩევნებში, რეფერენდუმში ან პლებისციტში ნების განხორციელების ხელის შეშლა ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე, იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის ან იარაღის გამოყენებით, მოტყუებით, ძალადობის მუქარით ან ჯგუფურად ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთთ ვადით 2-დან 3 წლამდე. ეს არის საარჩევნოს კოდექსის 162-ე მუხლი. მეგობრებო, სულერთია რა თანამდებობაზე ხართ, ნებისმიერი ქმედება, რომელიც ისახავს მიზნად ადამიანისთვის არჩევნებში ხელის შეშლას და პირადობის მოწმობის ჩამორთმევას, ისჯება კანონით, ჯგუფურად ჩადენილი, როგორც წაგიკითხეთ 3 წლამდე ისჯება. ასე რომ, იქნება ეს გია ბასილაძე, მახარაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებმაც ეს ხალხი მოიყვანეს, უნდა იცოდეთ, რომ ეს ადამიანები კანონის სიმკაცრით დაისჯებიან, მაგრამ კანონით ნებისმიერი დაისჯება, ვინც პირადობის მოწმობას ადამიანს უკანონოდ ჩამორთმევას და ხელს შეუშლის არჩევნებში მონაწილეობას“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ