“გიგი უგულავა, შენ შეგიძლია ერთი სიკეთე გააკეთო”– მერაბ მეტრეველი

ხშირად მხვდება მოსაზრება, რომ, რადგან 2024 ის არჩევნებზე ოპოზიციამ თბილისში მეტი ხმა აიღო, ვიდრე “ოცნებამ” ადგილობრივ არჩევნებში მონაწილონას აზრი აქვს, რამეთუ თბილისის მერი შეგიძლია წაართვაა ხელისუფლებას და ეს დიდი გამარჯვება იქმებაო,
სრული ილუზიაა ეს, მეგობრებო ამ ვითარებაში ვერსად ვერ შეუქმნი ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემას, მათ შორის ვერც თბილისში. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: მიშას დროსაც ყველა არჩევნებზე (საპრეზიდენტო, საპარლამენტო) ოპოზიცია თბილისს იგებდა, თბილისი ოპოზოციურ ქალაქად ითვლებოდა, მაგრამ მოვიდა ადგილობრივი 2010 წელს და უგულავამ 54 პროცენტი აიღო. მეორე ტურიც კი არ დაჭირდა, არადა თავიდან ნაცებიც შეშინებულები იყვნენ და კანონში პირველი ტურის ბარიერად 40 პროცენტი ჩაწერეს და არა 50 პროცენტი, როგორც ეს ყველა ქვეყანაშია. იმედი არ ქონდათ, რომ უგულავა 50 პრპცენტს აიღებდა, მაგრამ 54 აიღო.
როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა მანიპულაციის ბერკეტი და დიდი ფული, იქ მოგიგებს, სადაც დაჭირდება. გიგი უგულავა, შენ შეგიძლია ერთი სიკეთე გააკეთო: გამოხვიდე და გულწრფელად მოუყვე, რა მანქანებით შეუძლია ხელისუფლებას 54 პროცენტის აღება იმ ქალაქში, სადაც მოსახლეობის უმეტესობა ოპოზიციურადაა განწყობილი, რათა ზოგიერთებს ილუზიები გაუქრეს.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ფარულავა – ხელისუფლება შეკითხვებს გაექცა, თუ ვინმეს ბოდიში აქვს საზოგადოებისთვის მოსახდელი, ეს „ქართული ოცნებაა“, რაც შეეხება 20 ივნისის საქმეს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის გახარიას მიმართ განაჩენი

შახტებსა და მაღაროებში დასაქმებულებს, ვინც სამსახურიდან, რეორგანიზაციის გამო, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან გათავისუფლდნენ, თუმცა 2025 წლის 31 დეკემბრამდე, კვლავ დასაქმდნენ, უწყვეტი სტაჟი უნარჩუნდებათ