გიგი უგულავა: მეცინება ისტორიის გადაწერაზე, კომისარ წულუკიანს ჰგონია, მისი კომისია “ბექა აღბუღას” წიგნივით ერთად ერთი წყარო იქნება ჩვენი ბრძოლის ისტორიის აღწერისას

“ვიღაც ნაძირალა ომის დროს ჰოსპიტლის უფროსი ქოიავა ყვება, რომ თურმე მთელი “დანაშაული” პრეზიდენტის, მინისტრის და გენ. შტაბის უფროსის – “საბრძოლო მოქმედებების ადგილზე ჩამოსვლა” ყოფილა. ისინი “კაბინეტებიდან უნდა ხელმძღვანელობდნენო საბრძოლო მოქმედებათა თეატრს”. თურმე “პრეზიდენტი გაიქცა” და ამან ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია, თუმცა მერე აღმოჩნდა რომ “არსად არ გაქცეულაო”, მაგრამ რომ გაიქცა გავიგეთ და რომ ტყუილი ყოფილა ვერაო, რადგან არც ინტერნეტი გვქონდა და არც ტელევიზორიო.
მე არ ვიცი მედიცინაში ეს კაცი რას წარმოადგენს, მაგრამ მხოლოდ ამ ლაპარაკიდან სჩანს, რომ არის ჩვეულებრივი “პროპაგანდონი”. დანაშაული გახსნა – რატომ იყო ხელმძღვამელობა ჯართან ახლოს და მერე რატომ აღარ იყოო.
ასევე მოსთქვავს, ბარამიძემ ქართული ჯარი დაანგრია, ძველებს “ნაბრძოლ ხალხს უშვებდაო.” (თავად აფხაზეთში ნაბრძოლი გია ბარამიძე!) გაგახსენებთ, 2004 წელს რევოლუციის
მერე აღლუმზე ჯარი სპორტული ფეხსაცმლით მარშირებდა, ქოცი კობალაძის და სხვა ასეთი ნაძირლების ხელმძღვანელობით ღირსეული აღჭურვის გამო. ხუთ წელიწადში ამ ჯარმა კი რუსის ურდო მოიგერია!
მეცინება ისტორიის გადაწერაზე, კომისარ წულუკიანს ჰგონია, მისი კომისია “ბექა აღბუღას” წიგნივით ერთად ერთი წყარო იქნება ჩვენი ბრძოლის ისტორიის აღწერისას. მოკვდა ოფიციოზის ისტორიის ეპოქა და მასთან ერთად თქვენ მიყვებით მალე”,  – წერს სოციალურ ქსელში გგი უგულავა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შარაშიძე – “ოცნებას” პარტნიორების მოწოდება, რომ გააძლიერონ დემოკრატიული რეფორმები, არ აწყობს, რადგან მაღალჩინოსნების ნახევარზე მეტი უკვე ციხეში იჯდებოდა – მათ სურთ კომფორტში დარჩნენ და მიდიან იზოლაციისკენ

საქართველოში საფრანგეთის საელჩო – საფრანგეთი პატივს მიაგებს ქართველი ქალებისა და კაცების ხსოვნას, რომლებიც საბჭოთა არმიამ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გამო, 1989 წლის 9 აპრილს იმსხვერპლა