გიგი უგულავა: თავდაცვის ე.წ. მინისტრი იძახის, რომ ტრაგიკულად დაიღუპნენ. როგორ დაიღუპნენ ტრაგიკულად, იდგნენ და დაიღუპნენ? გული გაუსკდათ ადამიანებს? სამარცხვინო…

პოლიტიკოსი, გიგი უგულავა ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება, სადაც მან 9 აპრილის ტრაგედიისას სიტყვა  არ ახსენა და ოკუპანტი “უცხოურ ძალად” მოიხსენია.
“არ ყოფილა შემთხვევა, რომ ადამიანებს არ ჰქონოდათ საშუალება მოსულიყვნენ და გვირგვინით შეემკოთ. მხოლოდ დღეს ხდება, იმიტომ, რომ ესენი მხოლოდ გვარით არიან ქართველები. როგორ შეიძლება ქართული უწოდო იმ ხელისუფლებას, რომელიც 35 წლის თავზე ვერ ბედავს თქვას და ოფიციალურ სამთავრობო განცხადებაში წერს, რომ “უცხო ძალა”… გეგონება “მარსიანელები” შემოესივნენ მაშინ საქართველოს. მართლა “მარსიანელები” არიან ესენი, რაღაცა უბედურება არიან. თავდაცვის ე.წ. მინისტრი იძახის, რომ ტრაგიკულად დაიღუპნენ. როგორ დაიღუპნენ ტრაგიკულად, იდგნენ და დაიღუპნენ? გული გაუსკდათ ადამიანებს? სამარცხვინო… რაღაც მაგიდაზე პატარა სუფრასავით მოაწყვეს და ყვავილები დაალაგეს პარლამენტის შიგნით, სამარცხვინოა. დამჯდარიყვნენ მაინც სახლში, წამოკოტრიალებულიყო ეს , 26 მაისს ხომ კოტრიალობდა სადღაც აუზზე, წასულიყო, სადმე რამე გაეკეთებინა, სამარცხვინო, ამის დაწერას ხომ ჯობდა რომ საერთოდ გაჩუმებულიყვნენ მაინც,” -წერს გიგი უგულავა.