გიგი კალანდაძე, რომელიც უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ არაერთი მუხლითაა ბრალდებული, მშვიდობის არჩევას დიდ შეცდომად ასახელებს

გიგი კალანდაძე, რომელიც უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ არაერთი მუხლითაა ბრალდებული, მშვიდობის არჩევას დიდ შეცდომად ასახელებს
გიგი კალანდაძის ეს ინტერვიუ არამხოლოდ კოლექტიური ნაცის სახეა, არამედ ის ზუსტად ახასიათებს დიფ სთეითის პრინციპს: ომი, მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსის, გიგი კალანდაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ “ვინც აირჩია მშვიდობა რუსეთთან, მან დაუშვა ძალიან დიდი შეცდომა.”
ჩაკვეტაძის განცხადებით, კალანდაძე, რომელიც “ნაცმოძრაობის” დროს უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ არაერთი მუხლითაა ბრალდებული, მშვიდობას სამარცხვინოდ მიიჩნევს და მონობას უწოდებს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, 2024 წლის არჩევნების მსგავსად, ახლაც “ქართული ოცნების” კლიპს განიხილავს, იმის ნაცვლად, რომ ხვალ, ალასკაზე გასამართი შეხვედრით იყოს დაკავებული.
“გიგი კალანდაძის ეს ინტერვიუ არამხოლოდ კოლექტიური ნაცის სახეა, არამედ ის ზუსტად ახასიათებს დიფ სთეითის პრინციპს: ომი, მშვიდობაა, მშვიდობა კი – ომი…
ეს ადამიანი, რომელიც უმაღლეს სამხედრო თანამდებობებს იკავებდა და შემდეგ არაერთი მუხლითაა ბრალდებული, მშვიდობას სამარცხვინო განაცხადად და მონობად მოიხსენიებს. უფრო მეტიც, მშვიდობის არჩევას ძალიან დიდ შეცდომად ასახელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი, ალასკაზე ხვალ გასამართი სამიტის საკითხებით უნდა იყოს დაკავებული, მაგრამ, ქართული ოცნების საარჩევნო კლიპის დაგმობისთვის მოიცალეს. შემდეგ, თავიანთი ადგილობრივი წარმომადგენლებიც აყვნენ. ზუსტად ისე, როგორც 2024 წლის არჩევნებზე.
დიახ! ჩვენ ავირჩიეთ მშვიდობა, ეროვნული ღირებულებები, სახელმწიფოს განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას. ამას ასახავს ჩვენი კლიპიც.
მჯერა, 4 ოქტომბერს ქართული საზოგადოება ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ დაუჭერს მხარს!” – წერს გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ხუნდაძე მარკო რუბიოსა და ირაკლი კობახიძის სატელეფონო საუბარზე: ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოზიტიური ნაბიჯი, მიმართული იმისკენ, რომ ორ ქვეყანას შორის მოხდება დაახლოება და პარტნიორული, თანასწორუფლებიანი ურთიერთობები აღდგება

დიმიტრი ხუნდაძე: დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს ერთ წლამდე, რათა პოტენციურ დედას ჰქონდეს იმის პირობა, რომ მისი კარიერა არ იყოს ხელის შემშლელი ოჯახის შექმნისა და შვილის ყოლისთვის

დიმიტრი ხუნდაძე საკანონმდებლო პაკეტზე, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის მსუბუქ ავტომობილებზე აქციზის განაკვეთის გაზრდას ითვალისწინებს: ჩვენ ვერ მივიღეთ კითხვებზე ამომწურავი პასუხები, ამიტომ „ხალხის ძალა“ ამ კანონპროექტს მხარს ვერ დაუჭერს

დიმიტრი ხუნდაძე: დედის ინსტიტუტის გაძლიერება არ არის მხოლოდ სოციალური პოლიტიკა — ესაა სტრატეგიული ინვესტიცია ქვეყნის მომავალში. სწორედ ასეთი მიდგომა ქმნის მდგრად დემოგრაფიულ გარემოს